Thumbnail
  • სამხრეთ აფრიკის ნაკრები მსოფლიოს მერე პირველ მატჩებს ივლისში გამართავს
  • აფრიკელები ირლანდიელებს და ქართველებს უმასპინძლებენ?

TheSouthAfrican.com-ის ინფორმაციით, მსოფლიოს ჩემპიონი სამხრეთ აფრიკის ნაკრები შესაძლოა, ივლისში საქართველოს ნაკრებს ეთამაშოს. "სამხრეთ აფრიკის რაგბის კავშირმა შესაძლოა, ივლისის ფანჯრისას ერთი ან ორი ექსტრა ტესტი დაამატოს ტიერ 2 დონის ნაკრების წინააღმდეგ - მაგალითად, საქართველოსთან", - წერს საიტი. 

შეგახსენებთ, რომ ახლახან საფრანგეთში დასრულებულ მსოფლიოს ჩემპიონატზე სამხრეთ აფრიკის ნაკრებმა ფინალში 12:11 დაამარცხა ახალი ზელანდიის ნაკრები და მსოფლიოს ჩემპიონი მეოთხედ გახდა. პირველ ტესტს კი გუნდი მხოლოდ ივლისში მაგართავს - ირლანდიას უმასპინძლებს (სავარაუდოდ, ორ მატჩში). 

აქამდე საქართველოს ნაკრები სამხრეთ აფრიკას ორჯერ ეთამაშა და ორჯერვე დამარცხდა. ბოლოს ეს 2021 წელს მოხდა, როცა პრეტორიის "ლოფტუსზე" ბოკემ 40:9 აჯობა. ამ გუნდებს შორის პირველი შეხვედრა კი 2003 წლის მსოფლიოს თასზე (19:46) გაიმართა. თუმცა საქართველოს ნაკრებს რამდენიმე შეხვედრა აფრიკელთა A გუნდთანაც გაუმართავს. 

კომენტარები

ბოლო ამბები