- მსოფლიოს ჩემპიონატზე საქართველოს ქალთა ნაკრებმა მე-3 ადგილი დაიკავა
- ნაკრების შემადგენლობა: ლუბა გოლოვინა, ანანო აფაქიძე, მარიამ რაგიმოვი, თეონა ჯანჯღავა
ბატუტზე ხტომებში მსოფლიოს ჩემპიონატზე, რომელიც დიდ ბრიტანეთში (ბირმინგემი) მიმდინარეობს, საქართველოს ნაკრებმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ეს გუნდის ისტორიული მიღწევაა - საქართველოს ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატებზე ფინალში პირველად გავიდა და, რა თქმა უნდა, მედალიც პირველად მიიღო.

საქართველოს ნაკრებმა ამ შემადგენლობით იასპარეზა: ლუბა გოლოვინა, ანანო აფაქიძე, მარიამ რაგიმოვი და თეონა ჯანჯღავა. მსოფლიოს ჩემპიონი ჩინეთის ნაკრები გახდა, მეორე ადგილზე კი საფრანგეთი გავიდა.
კომენტარები