- საქართველო 86:10 შვეიცარია
- საქართველოს 18-წლამდე ნაკრებმა 13 ლელო გაიტანა
საქართველოს 18-წლამდე მორაგეთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალში შვეიცარიას 76 ქულიანი სხვაობით სძლია - 86:10. უმცროსმა ბორჯღალოსნებმა მეტოქეს 13 ლელო გაუტანეს.
საქართველომ შვეიცარიას სულ 13 ლელო გაუტანა, საიდანაც 3-3 ლუკა საღინაძისა და მიხეილ შიოშვილის ანგარიშზეა, თითო-თითო კი გიორგი ჯაშმა, მიხეილ ხახუბიამ, გიორგი მესხიძემ, გიორგი ხაინდრავამ, სანდრო სესიაშვილმა, გიორგი სპანდერაშვილმა და შოთა ხელაძემ მიითვალეს.
ზურაბ ამონაშვილის გაწვრთნილი ნაკრები 14 ნოემბერს ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში ნიდერლანდებს შეხვდება, რომელმაც 1/4-ფინალში ბელგია 34:6 დაამარცხა.
კომენტარები