Thumbnail

დიდხნიანი პაუზის შემდეგ, გიორგი მიქაუტაძე აიაქსის სასტარტო შემადგენლობაში დაბრუნდა, მაგრამ მთავარმა მწვრთნელმა ის მხოლოდ 45 წუთი ათამაშა.

აქვე უნდა ვთქვათ, რომ ქართველმა ფეხბურთელმა ვერც ამჯერად ითამაშა თავის პოზიციაზე, რაზეც აიაქსის მთავარმა მწვრთნელმა, ჯონ ვან'ტ სხიპმა მატჩის შემდეგაც ისაუბრა. ამსტერდამელთა დამრიგებელმა ის გადაწყვეტილებაც ახსნა, თუ რატომ დააყენა სასტარტო შემადგენლობაში მიქაუტაძე. 

"ვარჯიშებზე ის უკეთესი იყო. მას ხაზებს შორის უნდა ემოძრავა, როგორც 10 ნომერს, მაგრამ ამით არაფერი გამოვიდა. დღეს ის თავისი თავით უკმაყოფილო იყო", - აღნიშნა ვან'ტ სხიპმა.

საბოლოო ჯამში, აიაქსმა დაძაბულ შეხვედრაში მხოლოდ 1 ქულა მოიპოვა. აკპომისა და ტაჰიროვიჩის გოლებით ამსტერდამელები ახლოს იყვნენ გამარჯვებასთან, მაგრამ უპირატესობა ბოლომდე ვერ შეინარჩუნეს.

აიაქსი 12 ქულით მე-12 ადგილზე იმყოფება. სანაკრებო პაუზის შემდეგ, ამსტერდამელები სახლში 25 ნოემბერს ვიტესს უმასპინძლებენ.

კომენტარები

ბოლო ამბები