Thumbnail

უმცროსი ბორჯღალოსნების შემადგენლობა ევროპირველობის 1/2-ფინალისთვის ცნობილია

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • 📅 14 ნოემბერი | ⌚ 19:00 | 🏟 პრაღა | 🏉 U18 საქართველო V ნიდერლანდები | 📺 რაგბი TV
  • გასულ მატჩთან შედარებით, მწვრთნელმა 10 მორაგბე შეცვალა

საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრების სამწვრთნელო შტაბმა შემადგენლობა დაასახელა 2023 წლის ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალისთვის, რომელშიც მეტოქე ნიდერლანდები იქნება. შვეიცარიასთან დიდი ანგარიშით მოგებული მატჩის შემდეგ, როტაციის პრინციპით სასტარტო შემადგენლობაში ერთბაშად 10 მოთამაშე შეიცვალა.

ძირითადში ადგილი შეინარჩუნეს მგეზავმა ბუბა ნოზაძემ, შუამარბმა გიორგი ხაინდრავამ და მესამე ხაზმა – ლუკა საღინაძის, ნიკა აბესაძისა და ანდრო დვალის შემადგენლობით. შერკინების პირველ ხაზში ამჯერად თამაშს გიორგი ძაგანია, შოთა ხელაძე და მათე ღურწკაია იწყებენ, მეორე ხაზში კი დავით ლაგვილავა და მიხეილ შიოშვილი შეწყვილდებიან. 9 ნომრის პოზიციაზე ძირითადშია გიორგი სპანდერაშვილი. ცენტრში ხაინდრავას ნუგი ქევხიშვილი შეუწყვილდება, ფრთებზე ლუკა კეშელავა და ტატო ბურთიკაშვილი დადგებიან, ფულბეკი კი გიორგი ბოლქვაძეა.

შეგახსენებთ, რომ ევროპირველობის სასტარტო შეხვედრაში უმცროსმა ბორჯღალოსნებმა შვეიცარია 86:10 გაანადგურეს, ნიდერლანდებმა კი, რომლის შემადგენლობაშიც ინგლისურ და ფრანგულ კლუბებში მოთამაშე 8 მორაგბეა, ბელგიას 34:6 სძლია.

მოახლოებული მატჩი 14 ნოემბერს არის დაგეგმილი და ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში თბილისის დროით 19:00 საათზე დაიწყება. მეორე ნახევარფინალში პორტუგალია და ესპანეთი ითამაშებენ. პორტუგალიელებმა მეოთხედფინალში რუმინეთს 22:15 სძლიეს, ესპანეთმა კი მასპინძელ ჩეხეთს 25:15 მოუგო.

უმცროსი ბორჯღალოსნები | U18-ის შემადგენლობა ნიდერლანდების წინააღდეგ დასახელდა 🔥 გაიგე მეტი აქ 👉...

Posted by ბორჯღალოსნები . The Lelos on Monday, November 13, 2023

U18 საქართველო ნიდერლანდებთან

ხაზი: 15. გიორგი ბოლქვაძე (ლელო), 14. ტატო ბურთიკაშვილი (ვეფხვები), 13. ნუგი ქევხიშვილი (ლელო), 12. გიორგი ხაინდრავა (ლელო), 11. ლუკა კეშელავა (არმია), 10. ბუბა ნოზაძე (ბათუმი), 9. გიორგი სპანდერაშვილი (ლელო);

შერკინება: 1. გიორგი ძაგანია (სტად ნისუა, საფრანგეთი), 2. შოთა ხელაძე (ლელო), 3. მათე ღურწკაია (ყოჩები), 4. დავით ლაგვილავა (გრენობლი, საფრანგეთი), 5. მიხეილ შიოშვილი (ლელო), 6. ლუკა საღინაძე (ლიონი, საფრანგეთი), 7. ნიკა აბესაძე (ლელო), 8. ანდრო დვალი (ლელო, კაპ.).

სათადარიგოები: 16. მიხეილ ხახუბია (ლელო), 17. ნიკა ქუმარიტოვი (ლოკომოტივი), 18. გიორგი მესხიძე (ხვამლი), 19. გაგი მარგველაშვილი (რასინგ 92, საფრანგეთი), 20. კახა შეყილაძე (ორიაკი, საფრანგეთი), 21. გიორგი ჯაში (არმია), 22. გიგი სირბილაძე (სქარბოროუ, ინგლისი), 23. დავით ბარბაქაძე (არმია), 24. სანდრო სესიაშვილი (არმია), 25. ნიკოლოზ ხალვაში (ლელო), 26. თემო წულუკიძე (იუნკერები).

კომენტარები

ბოლო ამბები