Thumbnail

კიდევ ერთი თოფურია UFC-ში - ესპანური მედია ილიას და მისი ძმის მიზნებზე

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • ილია თოფურია 2024 წელს UFC-ის ივენთის ესპანეთში ჩატარებას აპირებს
  • ორგანიზაციაში 'მატადორის' უფროსი ძმის, ალექსანდრეს გამოჩენას ელიან

ახლო მომავალში UFC-ში შესაძლოა კიდევ ერთი ქართველი მებრძოლის დებიუტი შედგეს. საუბარია ქვემსუბუქ წონაში ქამრის პრეტენდენტის ილია თოფურიას (14-0 ММА, 6-0 UFC) ერთი წლით უფროს ძმაზე - ალექსანდრე თოფურიაზე. 

პორტალი GOL digital ესპანეთში მცხოვრებ ქართველებზე საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს. როგორც ირკვევა, ილია თოფურია მიზნის მიღწევასა და ესპანეთში UFC-ის პირველი ტურნირის ჩატარებასთან ახლოსაა. ამავდროულად ის, ორგანიზაციაში თავისი ძმისთვის გზის გახსნასაც ცდილობს. 

"UFC-ში წარმატებულმა გამოსვლამ, ილია თოფურია მებრძოლთა ოლიმპზე აიყვანა, მაგრამ მას არ სურს, დიდი მიღწევების მქონე ერთადერთი ესპანელი იყოს ორგანიზაციაში და ამიტომ, მან თავისი ძმის დებიუტი მოითხოვა.
 
ბოლო კვირებში ილია თოფურია ალექსანდრ ვოლკანოვსკისთან სატიტულო ჩხუბზე საუბრით იყო დაკავებული, თუმცა ამავდროულად, UFC-ისგანაც მიიღო კარგი ამბავი. 
 
ილია თოფურიას, რომელიც დღეს ესპანეთში სპორტის კონტაქტური სპორტის სახეობებში ყველაზე ცნობადი სახეა, ჰყავს ძმა, რომელიც მის ცხოვრებაში ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურა იყო. ეს უკანასკნელი მთელი ამ წლების განმავლობაში ილიას მხარდამჭერი იყო, თუმცა ალექსანდრე თოფურია თავადაც ბრწყინვალე მებრძოლია. ამ დროისთვის მის ანგარიშზე 5 მოგება და 1 მარცხია (შერეულ ორთაბრძოლებაში). ალექსანდრე დიდი ხანი არ ჩანდა ოქტაგონზე და ამის მიზეზი მთელი ყურადღების ილიასთვის და მისი კარიერისთვის დათმობა იყო/.

'ელ კონკისტადორი' UFC-ში დებიუტისთვის ემზადება

როგორც ჩვენთვის ცნობილია, ილია თოფურიამ აისრულა ოცნება - UFC-ს ესპანეთში ჩამოტანა. დანა უაითმა ცოტა ხნის წინ ეს დაადასტურა და 2024 წელს ჩვენს ქვეყანაში ამ ორგანიზაციის ღონისძიებას პირველად ვიხილავთ. მაგრამ “ელ მატადორი” ერთადერთი ესპანელი არ იქნება, ვინც ოქტაგონზე გავა. ქარდზე მუშაობა მიმდინარეობს, ვარიანტებს შორის კი ალექსანდრე თოფურიას სახელით ფიგურირებს. 

გარდა გვარისა, რომელიც UFC-ის ყველა ქომაგისთვის ცნობილია, მას ორგანიზაციისთვის შესაფერისი დონეც გააჩნია. ფაქტობრივად, ის გარკვეული პერიოდის განმავლობაში უკვე იმყოფებოდა დანა უაითის ორგანიზაციის თვალთახედვის არეში. ამ ყველაფრის გათვალისწნებით, მოსალოდნელია, რომ ილია თოფურიას ძმის დებიუტი UFC-ში ესპანურ ტურნირში შედგება".

ილია თოფურია პირველი ქართველია, ვინც UFC-ის ქამრისთვის იჩხუბებს

26 წლის ილია თოფურია, რომელიც ესპანეთის მოქალაქეობას ფლობს, სატიტულო ბრძოლას ავსტრალიელ ალექსანდრ ვოლკანოვსკისთან (26-3 ММА, 13-2 UFC) მომავალი წლის 18 თებერვალს, ტურნირში UFC 298  გამართავს. ბრძოლის ადგილი ჯერჯერობით უცნობია. 

კომენტარები

ბოლო ამბები