Thumbnail

ტესტებისთვის ვერ იცლის - პორტუგალიის მწვრთნელის უცნაური გადადგომა 

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • სებასტიენ ბერტრანი პოსტზე 12 ოქტომბერს დაინიშნა და 13 ნოემბერს გადადგა
  • პორტუგალიელებს ედი ჯონსის აყვანა სურთ

პორტუგალიის სარაგბო ნაკრების თავკაცი სებასტიენ ბერტრანი თანამდებობაზე დანიშვნიდან ერთ თვეში ისე გადადგა, მის გუნდს არც უთამაშია. საფრანგეთის ქალთა ნაკრების ყოფილი მწვრთნელი პორტუგალიაში 12 ოქტომბერს დანიშნეს მას მერე, რაც პატრის ლაჟისკე გუნდიდან წავიდა. ლაჟისკეს ხელმძღვანელობით გუნდმა ნამდვილი ფურორი მოახდინა მსოფლიოს თასზე, დაამარცხა ფიჯი და ფრედ ეთამაშა საქართველოს ნაკრებს, მსოფლიოს რეიტინგში კი პირველად ავიდა მე-13 პოზიციაზე.

ოქტომბერში ფრანგი სპეციალისტი ფრანგმავე ჩაანაცვლა. პორტუგალიის რაგბის ფედერაცია ამ უცნაურ გადადგომას ბერტრანის მოუცლელობით ხსნის, გუნდს ბევრი ტესტი აქვს დაგეგმილი, მწვრთნელს კი გარკვეული ვალდებულებები აკავშირებს საფრანგეთის სპორტის სამინისტროსთან. 

პორტუგალიის ნაკრებში ავსტრალიელი ედი ჯონსის დანიშვნა სურთ, რომელიც მსოფლიოს თასის შემდეგ დაეთხოვა ავსტრალიის ნაკრებს. 

კომენტარები

ბოლო ამბები