Thumbnail
  • ვირტუს ბოლონია 86:79 ოლიმპია მილანო
  • თორნიკე შენგელიას 14 ქულა, 6 მოხსნა და 4 პასი

ევროლიგის მერვე ტურში დიდი იტალიური დაპირისპირება შედგა. თორნიკე შენგელიას ვირტუს ბოლონიამ ოლიმპია მილანოს უმასპინძლა და მატჩი 7 ქულით მოიგო - 86:79.

შენგელიას გუნდმა პირველი ტაიმი 5 ქულით მოიგო (45:40), რის შემდეგაც სტუმრებმა მესამე პერიოდში იბრძოლეს და ბოლო მეოთხედს მხოლოდ 2-ქულიანი ჩამორჩენით შეხვდნენ - 65:63. ბოლონიელებმა ბოლო მეოთხედი მოიგეს და მატჩიც გამარჯვებით დაასრულეს.

საქართველოს ნაკრების კაპიტანმა პარკეტზე 28:23 წუთი გაატარა, რა დროშიც 14 ქულა, 6 მოხსნა და 4 პასი დააგროვა. თორნიკემ 8-დან 5 ორქულიანი, 3-დან ერთი სამქულიანი და 2-დან ერთი საჯარიმო ჩააგდო. ვირტუსს დანიელმა გაბრიელ ლუნდბერგმა ულიდერა, მან 19 ქულა ჩააგდო. ოლიმპია მილანოს ბომბარდირი კი 21 ქულით შილდსი გახდა.

ვირტუს ბოლონია მომდევნო ტურში, 17 ნოემბერს, საბერძნეთში პანათინაიკოსს ესტუმრება. იტალიური გუნდი 7 მოგებითა და 1 მარცხით ევროლიგის სატურნირო ცხრილში მესამე ადგილზეა.

კომენტარები

ბოლო ამბები