- უორიორსი-მინესოტაში მოთამაშეებს შორის გაწევ-გამოწევა მოხდა
- საბოლოო ჯამში, მსაჯებმა ტომპსონი, მაკდანიელსი და გრინი გააძევეს
გოლდენ სტეიტ უორიორსისა და მინესოტა ტიმბერვულვზის შეხვედრის დასაწყისში, როცა ანგარიში 0:0 იყო, კალათბურთელებს შორის იციდენტი დაფიქსირდა, რის შედეგადაც მსაჯებმა სამი მოთამაშე გააძევეს.
გაწევ-გამოწევა კლეი ტომპსონსა და ჯეიდენ მაკდანიელს შორის დაიწყო - ამ დროს მათ გასაშველებლად რუდი გობერი მივიდა, რომელიც უორიორსის მოთამაშის გამოყვანას ცდილობდა, მაგრამ დრეიმონდ გრინი მასთან მივარდა, "მახრჩობელა" ილეთიც გაუკეთა და რამდენიმე წამის განმავლობაში ხელსაც არ უშვებდა.
მსაჯებმა ტომსპონსა და მაკდანიელსს ორმაგი ტექნიკური მისცეს, დრეიმონდ გრინს კი ფლაგრანტ 2, შესაბამისად, სამივე მათგანი თამაშიდან გააძევეს. აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ გრინს უფრო მკაცრი სასჯელი ელის. შეგახსენებთ, რომ ეს მის კარიერაში მე-18 გაძევება იყო.
შეხვედრამდე ცოტა ხნით ადრე გაირკვა, რომ მატჩს ტრავმის გამო სტეფ კარი გამოტოვებდა, შესაბამისად, კლეისა და გრინის გაძევებამ უორიორსი უფრო მძიმე მდგომარეობაში ჩააგდო და სტივ კერის გუნდი 3 ქულით დამარცხდა. მინესოტას 33 ქულითა და 11 მოხსნით კარლ-ენტონი ტაუნსმა ულიდერა.
კომენტარები