Thumbnail
  • 📅 15 ნოემბერი | ⌚ 21:30 | 🏟 ნიქოზია | 🏀 კერავნოსი V თსუ
  • ქართულ კლუბს დღეს ფიბა ევროპის თასის ბოლოსწინა ტურის მატჩი ელის

საქართველოს სუპერლიგის მოქმედი ჩემპიონი თსუ დღეს ფიბა ევროპის თასის ჯგუფურ ეტაპზე ბოლოსწინა ტურის მატჩს ჩაატარებს.

ლექსო ლაფანაშვილის გუნდის მეტოქე კვიპროსული კერავნოსი იქნება, რომელთან თბილისური დაპირისპირებაც თსუ-მ 63:60 მოიგო. ჯერჯერობით, ეს, ქართული კლუბის ერთადერთი გამარჯვებაა, კვიპროსელები კი მოგების გარეშე არიან და ცხადია, რომ რევანშისთვის ყველაფერს გაიღებენ.

თსუ-ს ერთ-ერთი ლიდერი კახა ჯინჭარაძე ნიქოზიის დარბაზში ვარჯიშისას

თსუ კვიპროსში გუშინ ჩავიდა და ნიქოზიის კოსტას პაპაელინასის სახელობის დარბაზში პირველი ვარჯიში ჩაატარა. ქართველი კალათბურთელები დღესაც ივარჯიშებენ, თამაში კი 21:30 საათზე დაიწყება და მისი პირდაპირი ტრანსლაციის ხილვა ფიბას youtube-ის გვერდზე იქნება შესაძლებელი.

თსუ-ს მოახლოებული მატჩის წინ დანაკლისი აქვს, რადგანაც ვირუსის გამო, გუნდს კვიპროსში ვერ გაჰყვა ძირითადი ცენტრი გიორგი ტურძილაძე. სამაგიეროდ, ტრავმა მოიშუშა ამერიკელმა ლეგიონერმა ტაირი ბოიკინმა, რომელმაც ევროტურნირის გასული 2 მატჩი გამოტოვა.

შეგახსენებთ, რომ ფიბა ევროპის თასის I ჯგუფში 4 მოგებით გერმანული გოტინგენი ლიდერობს, 3 გამარჯვება აქვს იტალიური ვარეზეს, შემდეგ კი, თსუ და კერავნოსი მოდიან. კვიპროსელებთან თამაშის გარდა, ქართული კლუბი კიდევ ერთ მატჩს ჩაატარებს, 22 ნოემბერს, თბილისში ვარეზესთან.

კომენტარები

ბოლო ამბები