Thumbnail
  • 📅 18 ნოემბერი | 🏛 თბილისის საკონცერტო სახელმწიფო დარბაზი | ⌚ 14:00
  • ქართული კიბერსპორტის ყველაზე მასშტაბური ტურნირი მესამედ ტარდება
  • წლევანდელ ღონისძიებაზე სახეობების რაოდენობა გაიზარდა 
  • “ევროპაბეთის თასზე” დასასწრებად ბილეთების შეძენას TKT.GE-ზე შეძლებთ

საქართველოს კომპიუტერული სპორტის ფედერაციისა და “ევროპაბეთის” თანამშრომლობის შედეგად 18 ნოემბერს “ევროპაბეთის თასის” მესამე ღონისძიება ჩატარდება. ჩემპიონატი ქართული Esports-ის სცენის საუკეთესო გეიმერებს აერთიანებს, შესაბამისად, ტურნირი ბოლო წლების განმავლობაში მთავარ კიბერსპორტულ მოვლენად ჩამოყალიბდა. ღონისძიების მასშტაბურობას საერთო საპრიზო ფონდი განაპირობებს, რომელიც 100 000 ლარს შეადგენს. ამ სტატიაში მიმოვიხილავთ ყველა იმ მნიშვნელოვან დეტალს, რომლებიც “ევროპაბეთის თასის” შესახებ უნდა ვიცოდეთ. 

ჩემპიონატი, ამავდროულად, “საქართველოს კიბერ ლიგის” სახელსაც ატარებს. წლევანდელ ღონისძიებაზე საკმაოდ ბევრი სიახლეა, პირველ რიგში, უნდა ვთქვათ, რომ ტურნირი თბილისის საკონცერტო სახელმწიფო დარბაზში გაიმართება (წინა 2 ღონისძიება ოლიმპიურ სასახლეში ჩატარდა). გარდა ამისა, გაიზარდა სახეობების რაოდენობა - გეიმერებს უკვე 9 სახეობიდან შეეძლოთ სასურველი თამაშის არჩევა. ჩემპიონატი პირველად VALORANT-სა და Mobile Legends-ში ჩატარდა, შეიცვალა კონსოლის თამაშების (FC 24, NBA 2K24, eFootball და Tekken 7) ჩატარების ფორმატი - TOP მოთამაშეები კვალიფიკაციის გზით ფინალურ ეტაპზე მოხვდნენ, სადაც გამარჯვებულის გამოსავლენად მთლიან ტურნირს ითამაშებენ.  

ALPI "ევროპაბეთის თასის" მოგებას ზედიზედ მესამედ შეეცდება

თბილისის საკონცერტო დარბაზში მოსულ მაყურებლებს Esports-ის 2 სცენა დახვდებათ - “ივენთ ჰოლი” და მთავარი დარბაზი. კონსოლის თამაშები, რეტრო გეიმინგი, mobile efootball და “ევროპაბეთის” გასართობი სივრცე “ივენთ ჰოლში” იქნება განთავსებული. აღსანიშნავია, რომ ღონისძიება ინტერაქციულია, შესაბამისად, მოსულ ადამიანებს, როგორც ტურნირების ყურება, ასევე მათში მონაწილეობა შეეძლებათ. ასევე გათამაშდება სხვადასხვა გეიმინგ აქსესუარი და მოეწყობა გასართობი თამაშები. 

მთავარ დარბაზში ქართული Esports-ის ყველაზე დიდი სცენა იქნება წარმოდგენილი. მთავარ ეკრანზე გუნდური სახეობები გაშუქდება - VALORANT, DOTA 2 და Counter-Strike 2, ხოლო დამატებით ეკრანებზე მთელი დღის განავლობაში PUBG Mobile-ისა და Mobile Legends-ის სტრიმინგს ვიხილავთ. “ევროპაბეთის თასი” VALORANT-თ გაიხსნება, 22:00 საათზე კი ღონისძიება Counter-Strike 2-ის გრანდ ფინალით დაიხურება. 

TEAM UFG წინა ტურნირის მოგებას ზეიმობს, ისინი ამჯერად ფინალში Legion-ს ხვდებიან

“ევროპაბეთის თასზე” დასასწრებად ბილეთების შეძენას TKT.GE-ზე შეძლებთ, ხოლო მთლიან ტურნირს პირდაპირ ეთერში CYBER TV-ის YOUTUBE არხზე უყურებთ. წლევანდელი ღონისძიების მნიშვნელობაზე, სიახლეებსა და გამოწვევებზე კომპიუტერული სპორტის ფედერაციის პრეზიდენტს, დავით ჩოგოვაძეს ვესაუბრეთ.

დავით ჩოგოვაძე (საქართველოს კომპიუტერული სპორტის ფედერაციის პრეზიდენტი):

…ჩემპიონატის მნიშვნელობაზე: “დღესდღეობით ეს ჩემპიონატი ყველაზე დიდი ივენთია ქართულ კიბერსპორტში, როგორც საპრიზო ფონდით ასევე ჩართულობით. მასში 500-ზე მეტი გამოცდილი კიბერსპორტსმენი მონაწილეობას. ეს მნიშვნელოვნად გაზრდის ელექტრონული სპორტის საერთო დონეს საქართველოში”.

…სიახლეებზე: “ევროპაბეთის” წინა ღონისძიებებთან შედარებით, გავამრავალფეროვნეთ სანახაობა დამსწრე და ონლაინ მაყურებლებისთვის. გვექნება 3 ერთდროული ლაივსტრიმი და 4 სათამაშო სივრცე - გადანაწილებული სახეობების მიხედვით. ამათგან ძირითადი ადგილი უჭირავს გუნდურ პოპულარულ სახეობებს, როგორებიცაა: ვალორანტი, დოტა და ქაუნთერ-სტრაიკი 2. ფილარმონიის ლოჟა და აივანი მობაილ თამაშებს დაეთმობა, ხოლო კონსოლის თამაშების სივრცე “ივენთ ჰოლში” მოეწყობა”.
 
…მიზნებზე: “ფედერაციის ძირითადი მიზანია საქართველოში კიბერსპორტის განვითარება და გეიმერების კიბერსპორტსმენებად ჩამოყალიბება, რაც მსოფლიო ასპარეზზე საქართველოს წარმატების მთავარი საწინდარი იქნება. ამ შესაძლებლობისთვის განსაკუთრებული მადლობა ევროპაბეთს, რომელიც საშუალებას გვაძლევს სპორტის ეს სახეობა სხვა სიმაღლეზე ავიყვანოთ”.

გუნდები და მონაწილეები

🟠 DOTA 2 - ფინალი (BO3) - EVS V Metamorphosis, საპრიზო ფონდი 20 000 ლარი

🟠 Counter-Strike 2 - ფინალი (BO3) - Team Ufg V Legion, საპრიზო ფონდი 20 000 ლარი 

🟠 VALORANT - ფინალი (BO3) - IM Dimond 1 V Wadi saxlshi, საპრიზო ფონდი 15 000 ლარი

🟠 PUBG Mobile -  ფინალი (8 რუკა) - ALPI, SEVEN, ENDSPIEL, UQIMERION, MOST WANTED, TMANBU, TEAM COD, KNOWN AS, RENAISSANCE, ARC ANGELS, PENGUINS, IRSX, NEXT TIME, NZT-48, KZ ESPORTS და 300 ARAGVELI, საპრიზო - 15 000 ლარი

🟠 Mobile Legends - ფინალი - Honor, Genkai, Seven, GaaLva, Ruthless, Memadee, საპრიზო ფონდი 12 000 ლარი

🟠 FC 24 - ნიკოლოზ ასათაშვილი, დავით ბერია, გუგა ტაბუცაძე, ნიკოლოზ ხევიაშვილი, სანდრო ოთარაშვილი, გიორგი პაპუაშვილი, რეზი ჯინიკაშვილი, ლადო იაშვილი, ირაკლი მორჩაძე, გიორგი ჩომახაშვილი, გიორგი მახარაშვილი, ნოდარ მჭედლიშვილი, ზეია დოსამა, ჯაბა პარკოსაძე, დავით ანტონაშვილი და ზუკა გოცირიძე. ტურნირის საპრიზო ფონდი - 4 000 ლარი.

🟠 NBA 2K24 - გიორგი ჯარიაშვილი, სანჯი საღინაშვილი, ვაჩე ფარულავა, გიორგი ქოჩიშვილი, ალექსანდრე ურუშაძე, მიხეილ ესებუა, არჩილ კიკნაძე, ბება ჭინჭარაული, ლუკა სერგია, მამუკა მელოიანი, გურამ გრიგალავა, ვატო შანავა, ირაკლი იზორია, ნიკა ხიზანიშვილი, ივანე ჩხეიძე და ნიკა ქაშიაშვილი. საპრიზო - 4 000 ლარი

🟠 eFootball - ლაშა დარჩია, გიორგი ბალიაშვილი, დავით ნებიერიძე, რატი ნანავა, ბაქარ მუმლაძე, გიორგი პეტრიაშვილი, მათე ნანავა, ბაჩო გოგუაძე, ოთარ ქუთათელაძე, ლევან მჭედლიშვილი, ნიკოლოზ მკევლიშვილი, ირაკლი ოსაძე, ლევან მჭედლიშვილი, გიორგი იოსავა და საბა სალაკაია. შეჯიბრების საპრიზო ფონდი - 4 000 ლარი.

🟠 Tekken 7 - გიორგი მაღლაკელიძე, ილია ფოცხვერაძე, საბა ხუხუნაშვილი, გიორგი ირემაშვილი, შალვა ხომასურიძე, მამუკა ჭიჭინავა, გიორგი ნაცვლიშვილი, თამთა ასათიანი, ალექსანდრე ჯაოშვილი, ენვერ წულაძე, თამაზ კანდელაკი, ნიკოლოზ ბაქრაძე, ზურა სიამაშვილი, ოთარ ვაშაძე, გიორგი კვიტაიშვილი, დავით ციციშვილი, გიორგი სიპრაშვილი და გაბრიელ დარბაისელი. ტურნირის საპრიზო - 4 000 ლარი.

კომენტარები

ბოლო ამბები