Thumbnail

პირველად ჰოკეის უმაღლეს ლიგაში - პეტრ ჩეხის ახალი კლუბი ცნობილია

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • პეტრ ჩეხი კარიერას ბელფას ჯაიანტსში გააგრძელებს
  • ჩეხი მეკარისთვის ეს ჰოკეის კარიერაში მეოთხე კლუბია

საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ, პეტრ ჩეხმა ჰოკეის კარიერა დაიწყო. ზუსტად 3 გუნდში თამაშის შემდეგ, ის უკვე ბრიტანეთის უმაღლესი ლიგის გუნდის წევრი გახდა. 41 წლის ჩეხი Oxford City Stars-ში თამაშობდა, საიდანაც ბელფასტ ჯაიანტსში გადავიდა, რომელიც უმაღლეს ლიგაში ასპარეზობს.

ჩეხი ბელფასტურ გუნდში იჯარის წესით იასპარეზებს. ჩრდილოეთ ირლანდიის კლუბმა ოქსფორდის გუნდს მადლობა გადაუხადა, რომ ჩეხის ტრანსფერს ხელი არ შეუშალეს. ბელფასტი ამ დროისთვის მე-5 ადგილზეა და მომდევნო ტურში ლიდერ შეფილდს ხვდება.

პეტრ ჩეხმა ჩელსიში 330-ზე მეტი საფეხბურთო თამაში ჩაატარა 2004-2015 წლებში, რის შემდეგაც არსენალში გადავიდა და იქ 4 წელი ითამაშა. მან მოიგო პრემიერლიგის 4 ტიტული, ინგლისი თასი 5-ჯერ და ინგლისის ლიგის თასი 3-ჯერ. გარდა ამისა, ჩეხი ჩემპიონთა ლიგისა და ევროპალიგის გამარჯვებულიც გახდა.

კომენტარები

ბოლო ამბები