- 📅 16 ნოემბერი | 🏟 დინამო არენა | ⌚ 21:00 | ⚽ საქართველო V შოტლანდია
- ხვიჩა კვარაცხელიას ნაკრებში ყველაზე ხშირად გააქვს გოლები
- PREVIEW | შოტლანდიის თბილისური ტრადიცია უნდა გაგრძელდეს
16 ნოემბერს საქართველოს ნაკრები "დინამო არენაზე" 279-ე მატჩს გამართავს (77-ეს ევროპის ჩემპიონატის ეგიდით), მეტოქე შოტლანდიაა, თუმცა შეხვედრას ვილი სანიოლის გუნდისთვის სატურნირო მნიშვნელობა აღარ აქვს. ახლა ყველაფერი მარტის პლეი ოფის მატჩებზე გათვლით კეთდება.

ეროვნული გუნდის 33-წლიან ისტორიაში ნაკრების მთავარი გოლეადორი შოთა არველაძეა. დინამო თბილისის, ტრაბზონსპორის, აიაქსისა და რეინჯერსის (შოთას მართვეში, ალკმაარში და ლევანტეშიც უთამაშია) ვარსკვლავს ნაკრების მაისურით 61 მატჩში 21 გოლი აქვს გატანილი. ადრე თუ გვიან, შოთას რეკორდს მოხსნიან და ამის ყველაზე კარგი შანსი ხვიჩა კვარაცხელიასა და გიორგი მიქაუტაძეს აქვთ. ხვიჩას ჯერ 12 სანაკრებო გოლი აქვს, გიორგის კი 9, მაგრამ მათი ტემპი ბრწყინვალეა, უკეთესი, ვიდრე შოთასი. არის კიდევ ერთი რეალური კანდიდატი - გიორგი ჩაკვეტაძე, რომელსაც ბევრი კი გაუცდა, მაგრამ არველაძის ტემპს სულ ოდნავ ჩამორჩება.

შოთა არველაძეს ეროვნულ გუნდში მატჩში საშუალოდ 0.43 გოლი გაჰქონდა, კვარაცხელიას (0.46) და მიქაუტაძის (0.45) შედეგიანობა კი ოდნავ უკეთესია, მე-4 ადგილზე კი ჩაკვეტაძეა (0.40). ჩვენ მხოლოდ იმ ფეხბურთელთა სტატისტიკა შემოგთავაზეთ, რომელთაც მინიმუმ, 5 გოლი აქვთ გატანილი ეროვნული ნაკრების მაისურით - ასეთი 22 ფეხბურთელია.

ძალიან კარგი შედეგიანობა ჰქონდათ ზაზა ჯანაშიას (0.44), გიორგი არაბიძეს (0.75) და კახა კაჭარავას (0.67), მაგრამ ისინი მინიმალურ კრიტერიუმს (5 გოლი ნაკრები) ვერ აკმაყოფილებენ. მაგალითისთვის, ჯანაშიას შედეგიანობა ოდნავ უკეთესიცაა არველაძისაზე, მაგრამ მან სულ 9 მატჩი ითამაშა (4 გოლი). გიორგი არაბიძეს შედეგის გაუმჯობესების შანსი აქვს (ჯერჯერობით, 3 გოლი 4 მატჩში). უფროსმა კაჭარავამ კი სამ სანაკრებო შეხვედრაში ორი გოლი გაიტანა.
ნაკრების TOP გოლეადორები. შედეგიანობის მიხედვით
1 (6). ხვიჩა კვარაცხელია 12/26 0.46
2 (10). გიორგი მიქაუტაძე 9/20 0.45
3 (1). შოთა არველაძე 26/61 0.43
4 (12). გიორგი ჩაკვეტაძე 8/20 0.40
5 (2). თემურ ქეცბაია 17/52 0.33
6 (13). დავით სირაძე 8/28 0.29
7(4). თორნიკე ოქრიაშვილი 13/50 0.26
8 (21). ბუდუ ზივზივაძე 5/22 0.23
9 (3). ალექსანდრე იაშვილი 15/67 0.22
10 (5). ვაკო ყაზაიშვილი 13/63 0.21
11 (7). გიორგი დემეტრაძე 12/56 0.21
12 (22). მიხეილ აშვეთია 5/24 0.21
13 (16). ზურიკო დავითაშვილი 6/30 0.20
14 (11). მიხეილ ყაველაშვილი 9/46 0.20
15 (17). არჩილ არველაძე 6/32 0.19
16 (18). გიორგი ქვილითაია 6/35 0.17
17 (15). ჯანო ანანიძე 7/45 0.16
18 (14). გიორგი კიკნაძე 8/54 0.15
19 (19). ლადო დვალიშვილი 6/44 0.14
20 (8). ლევან კობიაშვილი 12/100 0.12
21 (9). ჯაბა კანკავა 10/100 0.10
22 (20). გოჩა ჯამარაული 6/62 0.10
შენიშვნა: ფრჩხილებში - ადგილი ნაკრების ბომბარდირთა სიაში; გოლი/მატჩი; საშუალოდ.

ნაკრების ბომბარდირები ევროპის ჩემპიონატებზე
შოთა არველაძე - 16 (0.67)
დავით სირაძე - 5 (0.39)
ჯაბა კანკავა - 5 (0.15)
თემურ ქეცბაია - 5 (0.36)
ალექსანდრე იაშვილი - 5 (0.22)
...გიორგი მიქაუტაძე 3 (0.50)
შენიშვნა: ფრჩხილებში - საშუალო შედეგიანობა.
კომენტარები