Thumbnail

FLORUGBY-მ სტატია გამოაქვეყნა ავსტრალიელი სპეციალისტის, ედი ჯონსის კარიერის მომავალზე: "ედი ჯონსის პოსტავსტრალიური ოდისეა: სამი ქვეყანა, სადაც შესაძლოა, ის გადავიდეს". შეგახსენებთ, რომ ცნობილი სპეციალისტის ავსტრალიის ნაკრების წარუმატებელი მსოფლიოს თასის მერე უმუშევარია. 

აღსანიშნავია, რომ სამი ვარიანტიდან, რომელიც სტატიაშია დასახელებული, ორი სწორედ ავსტრალიასთან ერთად ჯგუფში მოთამაშე ნაკრებებია: საქართველო და პორტუგალია, მესამე იაპონია, რომელსაც ის ადრე უკვე წვრთნიდა. ედი ჯონსის ავსტრალიამ მხოლოდ ამ ორ გუნდს მოუგო მსოფლიოს თასზე. 

FLORUGBY ედი ჯონსსა და საქართველოს ნაკრებზე

"თუ ჯონსი იაპონიას გასცილდება, მაშინ ჩვენ საკმაოდ ნათლად შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, სად შეიძლება გააგრძელოს კარიერა მან. "ევროპაში არის ერთი გუნდი, რომელიც დაინტერესებულია", - რთულია, რას გულისხმობდა ის, როცა ამას ამბობდა, მაგრამ ერთ-ერთი ფავორიტი საქართველოს ნაკრებია. მით უფრო, რომ მათმა მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა თანამდებობა დატოვა. ეს ამბავი მაშინ გაჟღერდა, რაც მაისაშვილმა განაცხადა, რომ არსად მიდიოდა, თუმცა შემდეგ სიტუაცია შეიცვალა - შესაძლოა, მაისაშვილის გადადგომა მოულოდნელი იყო, მაგრამ მისი წინასწარმეტყველება მაინც შეიძლებოდა. საქართველოს ნაკრებმა ჩააგდო მსოფლიოს თასი, ვერ მოიგო თამაშიც კი, მხოლოდ პორტუგალიას დაუზავდა. არადა, ერთი წლის წინათ ქართულ რაგბის საუკეთესო სეზონი ჰქონდა ისტორიაში - რამდენიმე თვის პაუზით პირველი დონის ორი ქვეყანა, იტალია და უელსი დაამარცხეს "ბორჯღალოსნებმა". მათ ასევე იოლად მოიგეს რაგბი ევროპის ჩემპიონატი, ბოლო ხუთ წელიწადში ზედიზედ მეხუთედ. 

ახლა ქართული რაგბის მესვეურებს ახალი ამოცანა აქვთ, იპოვონ მწვრთნელი, რომელიც ხელახლა დააბრუნებს პროგრესის გზაზე, როგორც ეს მსოფლიოს თასამდე იყო. აი, ზუსტად აქ არის საჭირო ედი ჯონსი - მას უდიდესი გამოცდილება აქვს ევროპულ რაგბიში, წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა ინგლისის ნაკრებს ექვსი ერის პირველობაზე, სადაც მოხვედრის ამბიცია ქართველებსაც აქვთ. 
ეს შორეული პერსპექტივაა, მაგრამ ედი ჯონსთან ერთად ყველაფერი შეიძლება მოხდეს". 

ედი ჯონსი 63 წლის ავსტრალიელი სპეციალისტია. ის 2001-2005 და 2012-2015 წლებში იაპონიის ნაკრების თავკაცი იყო, ხოლო 2015-დან 2022 წლამდე ინგლისს წვრთნიდა. 2023 წელს ედი ჯონსი ავსტრალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი იყო, რომელსაც ადრე, 2001-2005 წლებშიც წვრთნიდა. 2017 წელს ედი ჯონსი წლის საუკეთესო მწვრთნელად დაასახელეს. 2003 წელს მისმა ავსტრალიამ მსოფლიოს თასის ფინალში ითამაშა, ხოლო 2019-ში იგივე ინგლისთან ერთად გაიმეორა, მისი თავკაცობით ინგლისის ნაკრებმა 6 ერი სამჯერ მოიგო, ედი ჯონსს კარგი დამოკიდებულება აქვს ქართულ რაგბისთან. მისი ინიციატივით, ინგლისისა და საქართველოს ნაკრებებმა ერთობლივი წვრთნებიც გამართეს. 

კომენტარები

ბოლო ამბები