Thumbnail
  • კერავნოსი 84:79 თსუ
  • ორივე გუნდში 28 ქულით ყველაზე შედეგიანი კახა ჯინჭარაძე იყო

საქართველოს სუპერლიგის მოქმედმა ჩემპიონმა თსუ-მ ფიბა ევროპის თასის ჯგუფურ ეტაპზე ბოლოსწინა ტურის მატჩი სტუმრად კვიპროსში, ადგილობრივი კერავნოსის წინააღმდეგ ჩაატარა და 5 ქულის სხვაობით დამარცხდა - 79:84.

ლექსო ლაფანაშვილის გუნდი, რომელსაც ნიქოზიაში ძირითადი ცენტრი გიორგი ტურძილაძე ავადმყოფობის ვერ დაეხმარა, ანგარიშში თავიდანვე ჩამორჩა. სამწუხაროდ, თსუ-მ თამაშის ბოლომდე ვითარების გამოსწორება ვერ მოახერხა და ჯგუფში მე-4 მარცხი იწვნია. აღსანიშნავია, რომ კერავნოსისთვის, რომელიც თსუ-სთან თბილისში 3 ქულის სხვაობით დამარცხდა, ეს გამარჯვება ჯგუფში პირველია. 

მოედანზე ყველაზე შედეგიანი ქართული გუნდის ფორვარდი კახა ჯინჭარაძე იყო, რომელმაც თამაში 28 ქულით დაასრულა.15 ქულა ჩააგდო თსუ-ს სერბმა ცენტრმა ნიკოლა ვუიოვიჩმა. 13 ქულა, 6 მოხსნა და 8 პასი იყო გიორგი ცინცაძის ანგარიშზე, ხოლო რატი ანდრონიკაშვილმა 8 ქულა, 5 მოხნა და 10 პასი მიითვალა.

საქართველოს ჩემპონი, რომელსაც 1 მოგება და 4 მარცხი აქვს, ევროპის თასის I ჯგუფში ბოლო, მეექვსე შეხვედრას 22 ნოემბერს, შინ იტალიურ ვარეზესთან ჩაატარებს. 

კომენტარები

ბოლო ამბები