- შეხვედრის შემდეგ პრესკონფერენციაზე ჯამალ მოსლიმ გოგას თამაში შეაფასა
- ბითაძის ორმაგი დუბლი და საოცარი მატჩი - ორლანდომ ბაზერით მოიგო
გოგა ბითაძემ ორლანდი მეჯიქის შემადგენლობაში მორიგი გამორჩეული მატჩი ჩაატარა და ამერიკულ მედიასთან ერთად, გუნდის მთავარი მწვრთნელის, ჯამალ მოსლის მოწონებაც დაიმსახურა. ქართველმა კალათბურთელმა ჩიკაგო ბულსთან შეხვედრაში ორმაგი დუბლი 15 ქულითა და 11 მოხსნით გაიფორმა.
მატჩის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე, მოთამაშეების გარდა, სწორედ ჯამალ მოსლიმაც ისაუბრა. ერთ-ერთმა ჟურნალისტმა მას გოგას შესანიშნავ პერფორმანსზე ჰკითხა, რის შემდეგაც ფლორიდელთა მთავარმა მწვრთნელმა მის მიმართ საქებარი სიტყვები არ დაიშურა.
"ვფიქრობ, რომ გოგა შესანიშნავი იყო. მან ძალიან კარგად გაართვა საქმეს თავი. მეტოქეები პაოლოსა და ფრანცის წინააღმდეგ ფიზიკურად კარგად თამაშობდნენ, შესაბამისად, სამწამიანში შესვლა რთული იყო, მაგრამ, როცა შევდიოდით, ის ფარქვეშ თავის საქმეს კარგად ასრულებდა, სწორ სქრინებს აყენებდა. რასაც გოგა აკეთებდა, სტატისტიკაში არ ჩანს. მეტოქეები ჩვენს მოთამაშეებს დაცვის დროს აწუხებდნენ და ის დროულად იღებდა გადაწყვეტილებებს", - აღნიშნა ორლანდოს მწვრთნელმა.
ეს ბითაძესთვის მეორე ორმაგი დუბლია მიმდინარე სეზონში, 15 ქულა კი საუკეთესო მაჩვენებელი. ორლანდი მეჯიქი შემდეგ შეხვედრას 18 ნოემბერს ისევ ჩიკაგო ბულსის წინააღმდეგ გამართავს.
კომენტარები