- გორგოძე 6:2, 6:1 კაპურო ტაბორდა
- ქართველმა ჩოგბურთელმა ძირითადი ბადის პირველი წრე იოლად გაიარა
31 წლის ქართველი ჩოგბურთელი ეკატერინე გორგოძე წარმატებით თამაშობს WTA-ს მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო ტურნირზე (საპრიზო ფონდი 115 ათასი დოლარი), რომელსაც ამ დღეებში ჩილეს ქალაქი კოლინა მასპინძლობს.
გორგოძე LP Open by IND-ში საკვალიფიკაციო ბადიდან ჩაერთო, სადაც პირველ ნომრად განთესილი ამერიკელი მაკენა ჯონსი 4:6, 7:6 (7:3), 6:1 დაამარცხა.
ამგვარად, ქართველი ჩოგბურთელი ძირითად ბადეში მოხვდა, სადაც პირველი წრე გაცილებით იოლად გაიარა: არგენტინელ მარტინა კაპურო ტაბორდას 6:2, 6:1 სძლია.
უკვე ცნობილია, რომ დღეს, მერვედფინალში გორგოძის მეტოქე ჩეხი სარა ბეილეკი იქნება, რომელმაც გზიდან მე-6 განთესვის მქონე უნგრელი ანა ბონდარი ჩამოიცილა 5:7, 6:2, 6:3.
ქართველმა ჩოგბურთელმა ძალები წყვილთა თანრიგშიც სცადა, თუმცა, ამ შემთხვევაში კორტი დამარცხებულმა დატოვა. მან და ფრანგმა ლეოლია ჟანჟანმა რუსეთის სახელით მოთამაშე აფხაზ ამინა ანშბასთანა და უნგრელ პანა უდვარდისთან 6:4, 3:6, 11:13 წააგეს.
კომენტარები