- გოლდენ სტეიტის ფორვარდს 5 თამაშის გამოტოვება მოუწევს
- ის მინესოტასთან მატჩში რუდი გობერს ახრჩობდა
NBA-მ 5-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა გოლდენ სტეიტ უორიორსის მძიმე ფორვარდი დრეიმონდ გრინი, რომელიც მინესოტა ტიმბერვულვზთან მატჩში ჩხუბის აქტიური მონაწილე გახლდათ.
როგორც NBA-ს განცხადებაშია ნათქვამი, "გრინის ხანგრძლივი სასჯელი იმითაა განპირობებული, რომ მას არასპორტული ქმედებების საკმაოდ დიდი ისტორია გააჩნია".
აღნიშნული დისკვალიფიკაციის გამო, გრინი 769 705 დოლარსაც დაკარგავს (153 941 დოლარი მატჩზე).
ამავდროულად, გაცილებით იოლად გამოძვრნენ ინციდენტის სხვა მონაწილეები: კლეი ტომპსონს, ჯეიდენ მაკდანიელსსა და რუდი გობერს 25-ათასიანი ჯარიმა დააკისრეს.
შეგახსენებთ, რომ გოლდენ სტეიტისა და მინესოტას თამაშში სიტუაცია სტარტზევე აირია. ერთმანეთს ტომპსონი და მაკდანიელსი წაეკიდნენ, საქმეში გობერი ჩაერია, მას კი გრინი მივარდა, ხელები ყელში წაუჭირა და ახრჩობდა. მაშინ გობერის გარდა მოედნიდან ყველა გააძევეს.
კომენტარები