Thumbnail
  • კვიპროსი 1:3 ესპანეთი
  • 'ფურია როხამ' სტუმრად კვიპროსში მარტივი გამარჯვება მოიპოვა

ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე A ჯგუფში საქართველო-შოტლანდიის (2:2) მატჩის პარალელურად ერთმანეთს თემურ ქეცბაიას კვიპროსი და ესპანეთი დაუპირისპირდნენ. ლუის დე ლა ფუენტეს გუნდმა სტუმრად მარტივი გამარჯვების მოპოვება მოახერხა და მეტოქე 3:1 დაამარცხა.

ესპანელებმა სწრაფი გოლის გატანა მოახერხეს - ძალიან კარგი კომბინაციის შემდეგ ანგარიში მე-5 წუთზე 16 წლის ლამინე იამალმა გახსნა. 22-ე წუთზე უპირატესობა ორამდე გაიზარდა, ფლანგიდან გრიმალდოს პასის შემდეგ ოიარზაბალმა გაიტანა, თავიდან თამაშგარე დაფიქსირდა, მაგრამ შემდეგ, VAR-ზე გადამოწმების შედეგად, გოლი ჩაითვალა. 28-ე წუთზე თავი ხოსელუმაც გამოიჩინა, რომელმაც კუთხურის ჩაწოდების შემდეგ შორეული კუთხე დაკეტა და ბურთი ცარიელ კარებში გადაგზავნა.

იამალმა ევრო 2024-ის შესარჩევში მეორე გოლი გაიტანა

მეორე ტაიმში, 75-ე წუთზე კვიპროსელებმა მხოლოდ ერთი ბურთის გაქვითვა მოახერხეს - ხარალამპუსმა ცენტრიდან გაკეთებული პასით დაცვის ხაზი გაჭრა და მეკარესთან ერთი-ერთზე პილეასი დატოვა, რომელმაც ყველაფერი ზუსტად შეასრულა. 

ამ მოგების შემდეგ ესპანელები პირველ ადგილს 18 ქულით იკავებენ. მეორე ადგილზე 16 ქულით შოტლანდიაა, რომელსაც "ფურია როხას" გადასწრების მცირე შანსი რჩება. თემურ ქეცბაიას კვიპროსმა კი, შესარჩევი ეტაპი 0 ქულით ბოლო ადგილზე დაასრულა. ესპანეთის ნაკრები ბოლო შეხვედრას სახლში საქართველოსთან გამართავს.

კვიპროსი 1:3 ესპანეთი

გოლები: 0:1 იამალი (5), 0:2 ოიარზაბალი (22), 0:3 ხოსელუ (28), 1:3 პილეასი (75).

კომენტარები

ბოლო ამბები