Thumbnail

ევრო 2024-ის შესარჩევი ციკლის ბოლოსწინა მატჩში საქართველოს ნაკრები შოტლანდიას 2:2 დაუზავდა, არადა, ხვიჩა კვარაცხელიას დუბლის წყალობით ვილი სანიოლის გუნდი 92-ე წუთამდე იგებდა. გთავაზობთ ნაკრების ფეხბურთელთა შეფასებებსა და საინტერესო ფაქტებს.

საქართველოს ნაკრები მოგებასთან ძალიან ახლოს იყო

WhoScored-მა მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად, რა თქმა უნდა, ხვიჩა კვარაცხელია დაასახელა - 8.93. კვარაცხელიამ 2-ჯერ დაარტყა კარისკენ და ორივე დარტყმა გოლით დასრულდა. მის ანგარიშზე 1 მნიშვნელოვანი პასი და 5 წარმატებული დრიბლინგია (შოტლანდიის ნაკრებს (ერთად) სულ სამი წარმატებული დრიბლინგი ჰქონდა). მის წინააღმდეგ ორჯერ დაჯარიდნენ (ერთხელ მეტოქემ ყვითელი ბარათიც მიიღო), მაგრამ თავად 4-ჯერ დაჯარიმდა (ყვითელი ბარათიც მიიღო). 

კვარა საუკეთესო იყო, თუმცა მის გარდა 7 ქულაზე მეტი შეფასება მხოლოდ შოტლანდიელებმა მიიღეს - სკოტ მაკტომინეიმ (7,2), ლოურენს შენკლენდმა (7.2) და კენი მაკლინმა (7.1). აღსანიშნავია, რომ ბოლო ორი შეცვლაზე შევიდა. საქართველოს ნაკრებიდან საუკეთესოს (ხვიჩას შემდეგ), გიორგი ჩაკვეტაძეს 6.90 შეფასება ჰქონდა, ოთარ კაკაბაძეს - 6.85, ლევან შენგელიას - 6.84. 

საინტერესო ფაქტები

🟠 შოტლანდიის ნაკრებმა თბილისში პირველი გოლები გაიტანა და პირველი ქულა აიღო აქამდე ეს გუნდი საქართველოში ორჯერ დამარცხდა - 0:2 (2007 წ) და 0:1 (2015 წ). ეს ამ გუნდებს შორის პირველი ფრე იყო (6 მატჩში).

🟠 ხვიჩა კვარაცხელიამ ეროვნულ ნაკრებში მე-2 დუბლი შეასრულა (პირველი შვედეთთან), მას ორი დუბლი აქვს ნაპოლის მაისურითაც. 

🟠 ხვიჩა კვარაცხელიამ ნაკრების მაისურით მე-13 და მე-14 გოლები გაიტანა. ხვიჩა მოქმედ ფეხბურთელთა შორის პირველზე გადავიდა (თორნიკე ოქრიაშვილს (13) და ვაკო ყაზაიშვილს (13) გაასწრო და ახლა ნაკრების ყველა დროის ბომბარდირთა შორის მე-4 ადგილზეა.

🟠 საქართველოს ნაკრებს 3-მატჩიანი წაგებათა სერიის შემდეგ, 3-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს (2 გამარჯვება, 1 ფრე, 14:2 ბურთები).

🟠 ხვიჩა მხოლოდ ერთი გოლით ჩამორჩება ალექსანდრე იაშვილს, რომელსაც ნაკრებში 15 გოლი აქვს გატანილი. 

🟠 გურამ კაშიამ ეროვნულ ნაკრებში 109-ე მატჩი ითამაშა და თავისივე მიღწევა გააუმჯობესა. ნაკრებში 100-ზე მეტი თამაში მხოლოდ მას აქვს ნათამაშები (100-100 კობიაშვილსა და კანკავას). 

კომენტარები

ბოლო ამბები