- თემურ ქეცბაიამ პრესკონფერენციაზე ესპანეთთან შეხვედრა შეაფასა
- VIDEO | ესპანეთმა ქეცბაიას კვიპროსს მოუგო და ჯგუფის ლიდერია
კვიპროსის ნაკრებმა ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე გამოსვლა დაასრულა. თემურ ქეცბაიას გაწვრთნილმა გუნდმა ბოლო მატჩი სახლში ესპანეთთან 1:3 წააგო და 0 ქულით ჯგუფში ბოლო ადგილი დაიკავა.
შეხვედრის შემდეგ ქეცბაიამ პრესკონფერენცია გამართა, სადაც "ფურიო როხასთან" შეხვედრა შეაფასა და აღნიშნა, რომ ამ მოთამაშეებით მას მომავალში უფრო მეტის მიღწევა შეუძლია.
"პირველი ტაიმი კარგად ვერ დავიწყეთ, უპატიებელი შეცდომები დავუშვით და სამი გოლი გაგვიტანეს. ვფიქრობ, რომ მეორე ტაიმში გაცილებით უკეთესები ვიყავით. ბედნიერი არავინ არაა, დაწყებული ჩემით და დამთავრებული იმ ფანებით, რომლებიც სტადიონზე მოვიდნენ და გუნდს გვერდში ედგნენ. დავინახეთ, რისი გაკეთება არის საჭირო და რა უნდა გამოვასწოროთ. ვფიქრობ, არ არსებობს ისეთი ფანი, რომელსაც სჯეროდა, რომ ამ ჯგუფში სასწაულს მოვახდენდით.
ეს ტურნირი დასრულდა, ახლა შემდეგს ველოდებით, მაგრამ, პირველ რიგში, გიბრალტართან ორი შეხვედრა გვაქვს. მიზანი თავიდანვე ერთა ლიგა იყო, სადაც გუნდები დონით ჩვენთან ახლოს არიან. მჯერა, რომ იმ მოთამაშეებით, რომლებიც გვყავს, ისეთი გუნდის აწყობა შეგვიძლია, რომელიც უფრო მეტს მიაღწევს" - აღნიშნა ქეცბაიამ.
კვიპროსის ნაკრები შემდეგ მატჩს 19 დეკემბერს ლიეტუვასთან გამართავს, რომელსაც ამხანაგურ შეხვედრაში დაუპირისპირდება. 2024 წლის მარტში კი თემურ ქეცბაიას გუნდს გიბრალტართან ერთა ლიგის C დივიზიონის პლეი-აუტის მატჩები ელის.
კომენტარები