- საქართველო 2:2 შოტლანდია
- სკოტ მაკტომინეის კომენტარი მატჩის შემდეგ
- 'ამიტომ დაეცა ხარისხი' - რა თქვა სანიოლმა შოტლანდიასთან მატჩის შემდეგ
- სტივ კლარკი: ქართველები ხშირად იწვნენ, მაგრამ პრობლემას ვერ ვხედავ
- ერთი გოლი იაშვილამდე - რა შეფასება მიიღეს კვარაცხელიამ და სხვებმა
საქართველოსა და შოტლანდიის ნაკრები გუნდების მატჩის შემდეგ (2:2), შოტლანდიელთა ლიდერმა სკოტ მაკტომინეიმ ქართველი ფეხბურთელები გააკრიტიკა და მათზე საუბრისას სიტყვები "ფეხბურთის სირცხვილი" გამოიყენა.
"როგორც ისინი მოედანზე იქცეოდნენ, ჩემი აზრით, ეს არის ფეხბურთის სირცხვილი." - განაცხადა მანჩესტერ იუნაიტედის ვარსკვლავმა მატჩის შემდეგ, - "ისინი ჩვენი და მსაჯის პროვოცირებას ცდილოდნენ. ფეხბურთში ასეა ხოლმე, მაგრამ თავის შეკავება ძნელია."
მაკტონიმეის აზრით, საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები სიმულაციას მიმართავდნენ: "რამე უნდა მოუხერხდეს სიმულიანტებს, რომლებიც თითქოს ტრავმას იღებენ და რეალურად ეგრე არ არის. ძნელია ამაზე ზუსტი რეაგირება, მაგრამ როცა მტირალა ბავშვივით იქცევი მთელი თამაში, ეს ფეხბურთი არ არის. ჩვენ უბრალოდ თამაშის გაგრძელება გვსურდა, მეტოქე კი მსაჯის პროვოცირებას აგრძელებდა". - დასძინა მან.

საქართველოს ნაკრებს ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე A ჯგუფში 8 ქულით მე-4 ადგილზეა, ბოლო ტურში კი, 19 ნოემბერს, ვალიადოლიდში, ესპანეთის ნაკრებს შეხვდება.
შოტლანდიის ნაკრებს ევროპის ჩემპიონატის საგზური უკვე მოპოვებული აქვს, საქართველოს კი ამ ჯგუფიდან გასვლის შანსი ამ თამაშამდეც დაკარგული ჰქონდა და ევრო 2024-ზე მოხვედრას მარტში დაგეგმილი პლეი ოფიდან ეცდება, სადაც მონაწილეობის უფლება ერთა ლიგიდან მოიპოვა.
კომენტარები