Thumbnail
  • უნგრეთის ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის საგზური მოიპოვა
  • სლოვაკეთიც ევროპის ჩემპიონატზეა და ლუქსემბურგი ჯგუფში ჩატოვა

ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე მორიგი ტურის მატჩები გაიმართა. უნგრეთის ეროვნულმა გუნდმა ევროპის ჩემპიონატის საგზური მოიპოვა. უნგრელებმა ბულგარეთთან სტუმრად 2:2 ითამაშეს და ჯგუფური ეტაპის საგზური გაინაღდეს.

უნგრელები მარტინ ადამის გოლით იგებდნენ, თუმცა ბულგარელებმა დელევისა და დესპოდოვის გოლებით მოახერხეს დაწინაურება. უნგრეთმა შეხვედრის 97-ე წუთზე ავტოგოლით გაათანაბრა და ფინალურ ეტაპზე ითამაშებს.


სლოვაკეთის ნაკრებმა ისლანდიას 4:2 სძლია და ჯგუფური ეტაპის საგზური გაინაღდა. ისლანდიელები შეხვედრაში დაწინაურდნენ, თუმცა სლოვაკებმა მეტოქეს 4-ჯერ გაუტანეს და შეხვედრის ბედიც გადაწყვიტეს. ამავე ჯგუფში პორტუგალიამ ლიხტენშტეინს 2:0 სძლია, ხოლო ლუქსემბურგმა ბოსნია 4:1 გაანადგურა. აღსანიშნავია, რომ ლუქსემბურგი საქართველოს ნაკრების მომავალი მეტოქე შეიძლება იყოს. მიუხედავად მოგებისა, მათ ბოლო ტურში სლოვაკეთთან დაწევის შანსი აღარ აქვთ.


ამ დროისთვის ევროპის ჩემპიონატის საგზური 11 ქვეყანას აქვს განაღდებული: გერმანია, ბელგია, საფრანგეთი, პორტუგალია, ესპანეთი, შოტლანდია, თურქეთი, ავსტრია, ინგლისი, უნგრეთი და სლოვაკეთი. 

კომენტარები

ბოლო ამბები