- დღეს დილით აშშ-ს კოლეჯების ლიგაში ორმა ქართველმა კალათბურთელმა ითამაშა
- მეცხვარიშვილის ლუიზიანა მონრო დამარცხდა, ცარციძის ნორს დაკოტამ კი იმარჯვა
ქართველმა კალათბურთელმა ნიკა მეცხვარიშვილმა აშშ-ს კოლეჯების ლიგაში (NCAA) მორიგი შედეგიანი მატჩი ჩაატარა.
მეცხვარიშვილის ლუიზიანა მონრომ დერბი წააგო (63:73) ლუიზიანა ტექთან, ქართველმა ლეგიონერმა კი მოედანზე 30 წუთი გაატარა და 15 ქულა, 6 მოხსნა, 3 პასი, 1 დაფარება და 3 ბლოკ-შოტი მიითვალა.
ნიკამ 9-დან 5 ორქულიანი, 3-დან 1 სამქულიანი და 6-დან 2 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი 2-ჯერ დაკარგა და ამდენივე პერსონალური ფოლი მიიღო.
ლუიზიანა მონროს 1 მოგება და 2 მარცხი აქვს, მომდევნო თამაშს კი 20 ნოემბერს ეკლესიის კოლეჯთან ჩაატარებს.
წარმატებული თამაში ჰქონდა ცოტნე ცარციძეს, რომლის ნორს დაკოტამაც ვალი სიტის იოლად სძლია – 93:63.
ქართველმა კალათბურთელმა 21 წუთი ითამაშა და გუნდს 11 ქულა, 4 მოხსნა და 2 პასი შესძინა.
ცოტნემ 5-დან 3 ორქულიანი, 2-დან 1 სამქულიანი და 2-ვე საჯარიმო გამოიყენა, დაკარგვა და ფოლი კი არ ჰქონია.
ნორს დაკოტას ოთხ მატჩში 3 მოგება მოუგროვდა, ხოლო შემდეგი შეხვედრა 20 ნოემბერს პასიფიკთან ელის.
კომენტარები