Thumbnail
  • ქართველმა კალათბურთელმა ზურგის ტკივილის გამო ოკლაჰომასთან მატჩი გამოტოვა
  • მიმდინარე სეზონში სანდრო მამუკელაშვილს მხოლოდ 3 შეხვედრა აქვს ჩატარებული

სან ანტონიო სპურსის ქართველმა კალათბურთელმა სანდრო მამუკელაშვილმა ტრავმა მოიშუშა და თუკი სამწვრთნელო შტაბი საჭიროდ ჩათვლის, გუნდის მომდევნო მატჩში მონაწილეობას მიიღებს.

როგორც CBS Sports წერს, ქართველ ლეგიონერს ზურგის არეში ტკივილები აღარ აწუხებს და საკრამენტო კინგსთან თამაშში სპურსთან ერთად იქნება. სხვა საქმეა, რომ სამწუხაროდ, სან ანტონიოს თავკაცი გრეგ პოპოვიჩი მას ჯანმრთელსაც ნაკლებად ენდობოდა, ამდენად, რთული სათქმელია, სანდროს მოედანზე ვიხილავთ თუ – არა.

შეგახსენებთ, რომ 24 წლის მამუკელაშილმა ტრავმის გამო ოკლაჰომა სიტი სანდერთან მატჩი გამოტოვა, მანამდე კი, მაიამი ჰიტთანა და მინესოტა ტიმბერვულვზთან შეხვედრებში უბრალოდ არ ათამაშეს. სანდრო მიმდინარე სეზონში სპურსის მაისურით მხოლოდ სამ მატჩში გამოჩნდა და ძალიან მწირი საშუალო სტატისტიკა აქვს: 6.3 წუთი, 1.7 ქულა, 2.3 მოხსნა.

სპურსს ზედიზედ 6 მატჩი აქვს წაგებული და დასავლეთ კონფერენციაში არცთუ სახარბიელო ბალანსით (3-8) მე-13 ადგილზე იმყოფება. სან ანტონიო საკრამენტოს ხვალ დილით, თბილისის დროით 04:30 საათიდან უმასპინძლებს. ნახევარი საათით გვიან დაიწყება გოგა ბითაძის ორლანდო მეჯიქისა და ჩიკაგო ბულსის თამაში.

კომენტარები

ბოლო ამბები