- ანასტასია მეტელკინას და ლუკა ბერულავას მოკლე პროგრამაში საუკეთესო შედეგი ჰქონდათ
- პოლონეთში მიმდინარე ტურნირზე პრიზიორები 19 ნოემბერს გამოვლინდებიან
ფიგურული ციგურაობის სპორტული წყვილი ანასტასია მეტელკინასა და ლუკა ბერულავას შემადგენლობით წარმატებულად გამოდის ISU-ს ჩელენჯერის სერიის ტურნირზე, რომელსაც ამ დღეებში პოლონეთის დედაქალაქი ვარშავა მასპინძლობს.
ქართული წყვილი ამ სეზონზე პირველად გამოჩნდა უფროსი ასაკის სპორტსმენებს შორის, თუმცა, ამას ხელი არ შეუშლია მისთვის, რომ მოკლე პროგრამის შემდეგ, პირველი შედეგი დაეფიქსირებინა.
მეტელკინამ და ბერულავამ დღევანდელი გამოსვლისთვის 66.93 ქულა (36.57 ტექნიკური ელემენტებისთვის + 30.36 პროგრამული კომპონენტებისთვის) მიიღეს და შედარებით ახლოს მხოლოს ბრიტანელები ვაიპან-ლოუ და დიგბი (61.84) "მიუშვეს", სხვა წყვილებთან კი სოლიდური უპირატესობა აქვთ.
ვარშავის ჩელენჯერზე თავისუფალი პროგრამები 19 ნოემბერს შესრულდება, ქართველი სპორტსმენები კი ფინალში ბოლო მე-11 ნომრად, უმთავრესი ფავორიტების რანგში გავლენ.

კომენტარები