Thumbnail

ისტორიაში მეორედ - ალბანეთი ევროპის ჩემპიონატზე გავიდა

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • მოლდოვა 1:1 ალბანეთი
  • ალბანეთის ნაკრები ევრო 2024-ზე ითამაშებს

მაშ ასე, ევროპის ჩემპიონატის 24 მონაწილიდან ნახევარი უკვე ცნობილია. მე-12 გუნდი, რომელმაც გაისად კონტინენტის პირველობაზე თამაში გაინაღდა, ალბანეთის ნაკრებია.

ალბანელებმა კიშინიოვში, მოლდოვის ნაკრებთან ქულა მოიპოვეს, რაც საკმარისი გამოდგა იმისთვის, რომ საკვალიფიკაციო ეტაპის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე ევრო 2024-ზე გასულიყვნენ.

ალბანეთი 25-ე წუთიდან იგებდა, ბოლოსკენ გაუშვა, მაგრამ 1:1-იც საკმარისი გამოდგა. ალბანეთის ნაკრებს E ჯგუფში ჩატარებულ 7 მატჩში 14 ქულა აქვს მოპოვებული და მინიმუმ მე-2 ადგილი გაინაღდა, თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ ბოლო ტურში ფარერებს მასპინძლობს, უდიდესი ალბათობით, პირველ საფეხურსაც დაიკავებს. საბოლოო ჯამში, ცხადია, ეს არ არის გადამწყვეტი - მთავარი ისაა, რომ ალბანეთი ისტორიაში მეორედ გავიდა ევროპის ჩემპიონატზე (პირველად 2016 წელს).

ალბანეთის ნაკრებს სილვინიო ავარჯიშებს, ახლო წარსულში ცნობილი ბრაზილიელი ფეხბურთელი. აღსანიშნავია, რომ ევროპის ჩემპიონატზე გასვლის შანსი ჯერ მოლდოვასაც არ დაუკარგავს, რომელმაც 7 მატჩში ერთადერთი მარცხი განიცადა და 10 ქულა აქვს (2 მოგება, 4 ფრე).

ევრო 2024-ზე თამაშის უფლება ამ დროისთვის გერმანიამ (მასპინძელი), საფრანგეთმა, პორტუგალიამ, ბელგიამ, ინგლისმა, ავსტრიამ, ესპანეთმა, შოტლანდიამ, უნგრეთმა, ალბანეთმა, თურქეთმა და სლოვაკეთმა მოიპოვეს.

კომენტარები

ბოლო ამბები