- საქართველოს ნაკრებს ლევან შენგელია გამოაკლდა
- კარგი თამაში სამ ქულას არ ეყო - რა დავინახეთ შოტლანდიასთან მატჩში
საქართველოს ნაკრები ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპს ესპანეთთან გასვლითი მატჩით დაასრულებს.
ვილი სანიოლის გუნდი ვალიადოლიდში ჩავიდა, სადაც შეხვედრა 19 ნოემბერს, თბილისის დროით 23:45 საათზე დაიწყება. ნაკრები 18 ნოემბერს მატჩის წინ ბოლო ვარჯიშს ჩაატარებს, ასევე ორივე გუნდის მთავარი მწვრთნელის პრესკონფერენცია შედგება.
საქართველოს ნაკრებს ლევან შენგელია ვერ დაეხმარება, რომელმაც შოტლანდიასთან მატჩში ტრავმა მიიღო და დამდეგ შეხვედრას გამოტოვებს. სხვა მხრივ, ყველა ფეხბურთელი მზადაა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები A ჯგუფში 7 ტურში მოპოვებული 8 ქულით მე-4 ადგილზეა. ამ ჯგუფიდან ევრო 2024-ზე ესპანეთის და შოტლანდიის ნაკრებები უკვე გავიდნენ, ხოლო საქართველოს შანსი პლეი ოფში ექნება, რომელიც 2024 წლის მარტში გაიმართება.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა
მეკარეები: გიორგი ლორია (დინამო თბილისი), გიორგი მამარდაშვილი (ვალენსია), ლუკა გუგეშაშვილი (ყარაბაღი).
მცველები: გურამ კაშია (სლოვანი), სოლომონ კვირკველია (ალ ოხდუდი), ოთარ კაკაბაძე (კრაკოვია), ლუკა ლოჩოშვილი (კრემონეზე), გიორგი გოჩოლეიშვილი (შახტარი), ირაკლი აზაროვი (შახტარი) ივა გელაშვილი (სპეცია), ალექსანდრე კალანდაძე (დინამო თბილისი).
ნახევარმცველები: ნიკა კვეკვესკირი (ლეხი), გიორგი ქოჩორაშვილი (ლევანტე), გიორგი აბურჯანია (ჰატაისპორი), ვლადიმერ მამუჩაშვილი (დინამო), ანზორ მექვაბიშვილი (დინამო თბილისი), სანდრო ალთუნაშვილი (ვოლფსბერგერი), გიორგი ჩაკვეტაძე (უოტფორდი), ზურიკო დავითაშვილი (ბორდო), ხვიჩა კვარაცხელია (ნაპოლი).
თავდამსხმელები: გიორგი მიქაუტაძე (აიაქსი), დავით ვოლკოვი (საბაჰი), ბუდუ ზივზივაძე (კარლსრუე).
კომენტარები