- სან ანტონიო სპურსი 120:129 საკრამენტო კინგსი
- მამუკელაშვილი დაბრუნდა და 6 ქულა ჩააგდო
- ჩიკაგო ბულსი 97:103 ორლანდო მეჯიქი
- ბითაძის 21 წუთი ჩიკაგოსთან და 2 ქულა
სანდრო მამუკელაშვილის სან ანტონიო სპურსმა საკრამენტოსთან შეხვედრა 9 ქულით დათმო და NBA-ში ზედიზედ მეშვიდე შეხვედრა წააგო. ზურგის ტრავმის მოშუშების შემდეგ, გრეგ პოპოვიჩმა სანდრო მამუკელაშვილს შანსი მისცა და ამ უკანასკნელმაც პარკეტზე 12:09 წუთი გაატარა.
საქართველოს ნაკრების კალათბურთელმა 6 ქულა, 3 მოხსნა და 2 პასი დააგროვა. სანდრომ 2-დან ერთი ორქულიანი და 4-დან 4 საჯარიმო ჩააგდო. მესამე პერიოდის ბოლო წამებზე სანდრომ ბაზერ ბითერი ჩააგდო და სან ანტონიო ბოლო მეოთხედს ერთქულიანი ჩამორჩენით შეხვდა (94:95).
მიუხედავად ამისა, საკრამენტომ ბოლო პერიოდში მეტოქეს ძალიან აჯობა და მატჩი 129:120 მოიგო.
საკრამენტოს დე'აარონ ფოქსმა ულიდერა, მან 43 ქულა ჩააგდო, ბურთი ფარიდან 8-ჯერ მოხსნა და 7 პასიც გააკეთა. ლიეტუველ დომანტას საბონისს სამმაგ დუბლამდე სამი პასი დააკლდა: 27 ქულა, 14 მოხსნა და 7 პასი. ვიქტორ ვემბანიამას 27 ქულა და 9 მოხსნა ჰქონდა.
სან ანტონიო მომდევნო მატჩში მემფის გრიზლის შეხვდება. მამუკელაშვილის გუნდი 3 მოგებითა და 9 მარცხით დასავლეთ კონფერენციაში მე-14 ადგილზეა.
გოგა ბითაძის ორლანდომ ისევ მოიგო. მათ ჩიკაგო ბულსს 6 ქულით სძლიეს - 103:97. გოგამ პარკეტზე 21:09 წუთი ითამაშა, რა დროშიც 2 ქულა, 4 მოხსნა, 2 დაფარება და 1 ჩაჭრა დააგროვა.

ორლანდოელებს ფრანც ვაგნერმა ულიდერა, მან 21 ქულა ჩააგდო, ხოლო ჩიკაგოდან 34 ქულით საუკეთესო ზაკ ლავინი იყო.
გოგას ორლანდოს 7 მოგება და 5 მარცხი აქვს, ორლანდო აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-7 ადგილზეა და 20 ნოემბერს გოგას ყოფილ გუნდს ინდიანას ეთამაშება.
კომენტარები