- 📅 19 ნოემბერი | 🏟 ხოსე სორილია | ⌚ 23:45 | ⚽ ესპანეთი V საქართველო
- საქართველოს ნაკრების მწვრთნელის, ვილი სანიოლის პრესკონფერენცია
- PREVIEW | პლეი ოფის რეპეტიცია - საქართველო შესარჩევს ესპანეთში ასრულებს
- ლუის დე ლა ფუენტე საქართველოსთან მატჩამდე: უნდა მოვიგოთ, თან - კარგად
საქართველოს ნაკრები ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო A ჯგუფში გამოსვლას სტუმრად ესპანეთთან შეხვედრით დაარულებს. მატჩი ვალიადოლიდის სტადიონზე 19 ნოემბერს, თბილისის დროით 23:45 სთ-ზე დაიწყება.
საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა თამაშის წინ პრესკონფერენცია გამართა, სადაც ნაკრების მცველ ლუკა ლოჩოშვილთან ერთად წარსდგა.
ვილი სანიოლი (საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი)
...ფეხბურთელების მდგომარეობაზე: "ლევან შენგელიას გარდა, ყველა ჯანმრთელიად არის და თავს კარგად გრძნობს. ვეცდებით კარგად ვითამაშოთ".
...კაკაბაძესა და ქოჩორაშვილზე: "კაკაბაძე ფანტასტიკური იყო შოტლანდიასთან, შეცდომა არ ჰქონია, ტრავმის შემდეგ ის ძალიან კარგად დაბრუნდა. ქოჩორაშვილი მრავალი წელია ესპანეთში ცხოვრობს და თამაშობს, ძალიან დაგვეხმარა იმ სივრცეში, სადაც ვგჭირდებოდა. ის განსხვავებული მენტალობის და შესალებლობების ფეხბურთელია და ძალიან მომწონს. ის კარგია ბურთით და უბურთოდ.
...მომავალში ხვიჩას შესაძლო კაპიტნობაზე: "ამჟამად კაშიაა კაპიტანი და ამ ფაქტით ყველა ბედნიერია. ხვიჩა არის ფეხბურთელი, რომელსაც ყველაფერი შეუძლია, ის ლიდერია ყველგან და კაშიას შემდეგ, რატომაც არა, ვნახოთ".
...შოტლანდიასთან მატჩზე: "მე-60 წუთამდე კარგი თამაში იყო, მაგრამ მერე რაც მოხდა, ამაზე ბევრი ვილაპარაკეთ. ბოლო წუთები, განსაკუთრებით მეორე გოლი იყო ბევრი პატარა შეცდომის ბრალი. არა უშავს, მთავარია, ვიმუშაოთ ამ შეცომების გამოსწორებაზე და გავაგრძელოთ წინსვლა.
...ესპანეთთან თამაშზე: "თბილისში წაგებული მატჩი ძალიან რთული გადასატანი იყო ჩვენთვის. აქ რევანშისთვის არ ვართ. ჩვენი ფეხბურთი უნდა ვითამაშოთ და ვაჩვენოთ ის პოზიტიური ძვრები, რაც გვაქვს. დღეს აქ ვართ და ყველაფერს გავაკეთებთ მოსაგებად".
ლუკა ლოჩოშვილი (საქართველოს ნაკრებისა და კრემონეზეს მცველი)
"რა თქმა უნდა, ესპანეთთან თბილისში მარცხი ძალიან გულდასაწყვეტი იყო, მაგრამ ესეც ფეხბურთის შემადგენელი ნაწილია, მის გარეშე ვერ მოიგებ. ყველამ გაანალიზა მიზეზები. გამოვიყენებთ ამას მოტივაციისთვის და ყველაფერს გავაკეთებთ წარმატებით თამაშითვის და იმისთვის, რომ მარტის თამაშებში მსგავსი შეცდომები აღარ იყოს.
შოტლანდიასთან პირველი ნახევარი კარგი გვქონდა, მაგრამ მეორე ტაიმში მეტოქე გააქტიურდა. ბოლო წუთებში, ალბათ, იღბალიც დაგვაკლდა, მთლიანობაში კი, ვფიქრობ რომ კარგი მატჩი გვქონდა".
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებმა საკვალიფიკაციო A ჯგუფში ჩატარებულ 7 თამაშში 8 ქულის მოპოვება მოახერხა და მე-4 ადგილზეა. თეორიულად, ვილი სანიოლის გუნდს ჯგუფში მესამე ადგილის დაკავების შანსი კიდევ აქვს (თუკი ესპანეთს მოუგებს და ნორვეგია შოტლანდიასთან წააგებს), თუმცა მისთვის რეალური და მთავარი მიზანი მომავალი წლის მარტში დაგეგმილ პლეი ოფში წარმატების მიღწევაა, სადაც ევრო 2024-ის საგზურისთვის ბრძოლა მოუწევს.
ესპანეთის ნაკრებმა კი, რომელსაც 18 ქულა აქვს, კონტინენტის პირველობაზე თამაში ადრევე გაინაღდა. ლუის დე ლა ფუენტეს გუნდი, რომელიც ჯგუფის ლიდერია, ბოლო ტურის წინ 2 ქულით უსწრებს ევროპის პირველობაზე ასევე კვალიფიცირებულ შოტლანდიას, რომელიც ბოლო თამაშს შინ ნორვეგიასთან (10 ქულა) ჩაატარებს. შესაბამისად, გასარკვევი ისაა, საბოლოდ როგორ გაინაწილებენ A ჯგუფში პირველ-მეორე ადგილებს ესპანეთი და შოტლანდია.
საქართველოსა და ესპანეთის ნაკრებები აქამდე ერთმანეთს 6-ჯერ შეხვედრიან, საიდანაც 5 მატჩი ოფიციალური იყო და ხუთივე ესპანელებმა მოიგეს. ბოლო, ამ შესარჩევ ციკლში გამართული დაპირისპირება, რომელსაც სექტემბერში "დინამო არენამ" უმასპინძლა, "ფურია როხას" დიდი ანგარიშით გამარჯვებით დასრულდა - 7:1. საქართველომ ესპანეთის დამარცხება ისტორიაში ერთხელ შეძლო - 2016 წელს, მადრიდში გამართული ამხანაგური დაპირისპირება თორნიკე ოქრიაშვილის გოლით მოვიგეთ.
კომენტარები