- ხვიჩა კვარაცხელიამ 8.93 შეფასება მიიღო 10 შესაძლებელიდან.
- PREVIEW | პლეი ოფის რეპეტიცია - საქართველო შესარჩევს ესპანეთში ასრულებს
ევრო 2024-ის A ჯგუფის ბოლოსწინა ტურის საუკეთესო ფეხბურთელი WhoScored-ის მიხედვით ხვიჩა კვარაცხელიაა. მან შოტლანდიასთან 2:2 დასრულებულ შეხვედრაში დუბლი შეასრულა და 8.93 ქულა (10 შესაძლებელიდან) მიიღო. კვიპროსი-ესპანეთის (1:3) დაპირისპირების საუკეთესო ფეხბურთელ მიკელ ოიარზაბალს (ესპანეთი) კი 8.4 ქულა ერგო. ბასკის ანგარიშზე გოლი და საგოლე პასია. სხვათა შორის, იმავე შეხვედრაში ოიარზაბალმა ტრავმა მიიღო და ის საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ არ ითამაშებს.
A ჯგუფის ტურის სიმბოლურში სულ 7 ესპანელი (ხესუს ნავასი, ლე ნორმანდი, გრიმალდო, იამალი, მერინო, ოიარზაბალი და ხოსელუ) მოხვდა, სიაშია ასევე 3 შოტლანდიელი (კლარკი, პორტეუსი და მაკტომინეი) და ერთი ქართველი, რომელიც ამავე დროს, ტურის საუკეთესო ფეხბურთელია.
A ჯგუფის (მიმდინარე) სიმბოლურში კი ხვიჩას გარდა (საშუალო შეფასება - 7.5 ქულა) გიორგი მამარდაშვილიცაა (6.6). ჯგუფის სიმბოლურშია 4 ესპანელი (კარვახალი, ლაპორტი, როდრი, მორატა), 4 შოტლანდიელი (ტიერნი, რობერტსონი, მაკგინი, მაკტომინეი) და 1 ნორვეგიელი (ჰაალანდი).
7.55 საშუალო შეფასებით ხვიჩა კვარაცხელია A ჯგუფის საუკეთესო ფეხბურთელთა შორის მე-7 პოზიციაზეა. საუკეთესოები კი ნიკო ვილიამსი (ესპანეთი. 7.83), ლამინე იამალი (ესპანეთი. 7.80) და სკოტ მაკტომინეი (შოტლანდია. 7.68) არიან. ხვიჩას წინ ასევე არიან: როდრი, მორატა და ჰაალანდი. კვარაცხელია კარისკენ საშუალოდ 3.6-ჯერ ურტყამს თამაშში, რაც საუკეთესო შედეგია ჯგუფში (მორატა და ჰაალანდი 3-3). ის სამჯერ გახდა მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი, რამდენჯერაც მაკტომინეი. საშუალოდ 5.1 წარმატებული დრიბლინგით კვარაცხელია ასევე პირველია. თუმცა დრიბლინგებით ის ევროს შესარჩევში ჟერემი დოკუს (ბელგია. 6.2) გარდა ისედაც ყველას სჯობს.
შეგახსენებთ, რომ 19 ნოემბერს საქართველოს ნაკრები ევრო 2024-ის შესარჩევი ციკლის ბოლო მატჩს ვალიადოლიდში ესპანეთის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს.
კომენტარები