Thumbnail

U18 | საქართველომ პორტუგალიას მოუგო და ევროპის ჩემპიონია!

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • პორტუგალია 3:19 საქართველო
  • საქართველომ ევროპის ჩემპიონატი ზედიზედ მეხუთედ მოიგო

საქართველოს 18-წლამდე მორაგბეთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიას აჯობა და ევროპის ჩემპიონის ტიტული ზედიზედ მეხუთედ მოიპოვა. ქართველმა მორაგბეებმა საწყის წუთებში პორტუგალიას ორი ლელო გაუტანეს და 14:0 დაწინაურდნენ.

პორტუგალიასთან პირველ ტაიმში თავი ტატო ბურთიკაშვილმა და ანდრო დვალმა გამოიჩინეს, გიგი სირბილაძემ კი ორივე გარდასახვა ზუსტად შეასრულა.


მეორე ტაიმში  გიორგი სპანდერაშვილმა დადო ლელო და შეხვედრის ბედიც გადაწყვიტა. საქართველომ პორტუგალიას 19:3 სძლია და ზედიზედ მეხუთედ მოიგო ევროპის ჩემპიონატი.

კომენტარები

ბოლო ამბები