- თელ ავივ ჰითი 27:29 შავი ლომი
- შავი ლომის ზედიზედ მესამე გამარჯვება და ნახევარფინალის საგზურია
ქართულმა სარაგბო ფრენჩაიზმა, შავმა ლომმა ისრაელის თელ ავივ ჰითთან ნეიტრალურ მოედანზე ითამაშა და უმძიმესი გამარჯვება იზეიმა. შავმა ლომმა მეტოქეს 29:27 მოუგო და ჯგუფში პირველ ადგილზე გავიდა.
შავმა ლომმა ანგარიში ლუკა ივანიშვილის ლელოთი გახსნა. ლუკა მატკავამ გარდასახვის შემდეგ ჯარიმაც გაიტანა, რის შემდეგაც სტუმრების დომინირება კიდევ უფრო გამოიკვეთა. შალვა აფციაურმა და აკა ტაბუცაძემ ლელოები გაიტანეს. მატკავას გარდასახვები ვერ გამოიყენა, სამაგიეროდ ჯარიმა გაიტანა და ტაიმი 23:6 დასრულდა.
თელ ავივი ჰითი მეორე ტაიმში უტევდა და შავმა ლომმა დაცვაში დიდი დრო გაატარა. ქართული ფრენჩაიზის მხრიდან ლუკა მატკავამ ორი ჯარიმა გაიტანა. ლევან მაისაშვილის გუნდმა მატჩი 29:27 მოიგო და ჯგუფი გამარჯვებით დაასრულა.
შავი ლომი რაგბი ევროპის თასის ნახევარფინალში პირველი ადგილით გავიდა და ფლეი ოფის შეხვედრას 2 ან 3 დეკემბერს საკუთარი გულშემატკივრის წინაშე გამართავს.
კომენტარები