Thumbnail
  • ტენერიფე 92:71 პალენსია
  • შერმადინის 14 ქულა, 5 მოხსნა და 2 პასი

გიორგი შერმადინის ტენერიფემ ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის მე-10 ტურში პალენსიას უმასპინძლა და მეტოქე დიდი ანგარიშით გაანადგურა - 92:71. ტენერიფემ მეტოქეს პირველ პერიოდში 14 ქულით გაუსწრო და უპირატესობა ხელიდან აღარ გაუშვია.

შერმადინმა პარკეტზე 22:27 წუთი ითამაშა, რა დროშიც 14 ქულას, 5 მოხსნასა და 2 პასს მოუყარა თავი. გიორგიმ 9-დან 7 ორქულიანი ჩააგდო და 3-დან ვერცერთი საჯარიმო გამოიყენა. ტენერიფედან 20-20 ქულა ურუგვაელმა ბრუნო ფიტიპალდომ და ბრაზილიელმა მარსელო უერტასმა მოაგროვეს. ხოან სასტრეს ანგარიშზე კი 18 ქულა იყო.

ტენერიფეს 10 მატჩში 5 მოგება და 5 მარცხი დაუგროვდა. შერმადინის კლუბი ლიგა ენდესას მე-11 ტურში გრან კანარიას ესტუმრება.

კომენტარები

ბოლო ამბები