- სან ანტონიო სპურსი 108:120 მემფის გრიზლი
- სანდრო მამუკელაშვილმა პარკეტზე 11 წუთი გაატარა
სანდრო მამუკელაშვილის სან ანტონიო სპურსი NBA-ის რეგულარული სეზონის მე-13 მატჩში საკუთარ დარბაზში მემფის გრიზლისთან 108:120 დამარცხდა. ქართველ ფორვარდს ტექსასელთა რიგებში ისევ მცირე სათამაშო დრო დაეთმო.
მამუმ პარკეტზე 11 წუთი გაატარა და ამ დროში გუნდს 5 ქულა, 2 მოხსნა, 1 შედეგიანი პასი და 1 ბლოკი მოუტანა. სანდრომ 2-დან ერთი სამქულიანი და 3-დან ერთი ორქულიანი ჩააგდო, საჯარიმოს ხაზზე, კი არ დამდგარა.

მატჩის ყველაზე შედეგიანი კალათბურთელი, 27 ქულით, მემფისის ფორვარდი ჯარენ ჯექსონ ჯუნიორი გახდა. დესმონდ ბეინს 26 ქულა ჰქონდა, ხოლო სანტი ალდამამ ორმაგი დუბლი შეასრულა - 17 ქულა და 10 მოხსნა.
სან ანტონიოს რიგებში გუნდს ყველაზე მეტი ქულა კელდონ ჯონსონმა მოუტანა - 22. ვიქტორ ვემბანიამამ ორმაგი დუბლი შეასრულა - 19 ქულა, 13 მოხსნა. თუმცა ფრანგს 8 ბლოკი და 4 შედეგიანი პასიც ჰქონდა. ჯერემი სოხანმა და ზაკ კოლინსმა მატჩი 16-16 ქულით დაასრულეს.
13 ჩატარებული მატჩის შემდეგ სან ანტონიოს 3 მოგება და 10 მარცხი აქვს. გრეგ პოპოვიჩის გუნდმა ზედიზედ მერვედ წააგო. მომდევნო შეხვედრას სპურსი ზეგ, 21 ნოემბრის გამთენიისას ლოს ანჯელეს კლიპერსთან ჩაატარებს.
კომენტარები