Thumbnail
  • ქართული კიბერსპორტის ყველაზე მასშტაბური ტურნირი მესამედ ჩატარდა
  • წლევანდელ ღონისძიებაზე სახეობების რაოდენობა გაიზარდა
  • ჩემპიონატში ფავორიტებმა მოლოდინი გაამართლეს
  • ყველაფერი, რაც “ევროპაბეთის თასის” შესახებ უნდა იცოდეთ

თბილისის საკონცერტო სახელმწიფო დარბაზში ქართული კიბერსპორტის ყველაზე მასშტაბური ღონისძიება ჩატარდა. საქართველოს კომპიუტერული სპორტის ფედერაციისა და “ევროპაბეთის” თანამშრომლობის შედეგად ჩემპიონატი მესამედ გაიმართა - “ევროპაბეთის თასი”, “საქართველოს კიბერ ლიგა”, ასე ერქვა ტურნირს, რომლის საერთო საპრიზო ფონდი 100 000 ლარი გახლდათ. 

ღონისძიება ქართული Esports-ის სცენის საუკეთესო მოთამაშეებს აერთიანებდა, შესაბამისად, ამ ტურნირის მიმართ მოლოდინი საკმაოდ დიდი იყო - 9 სახეობა, ახალი თამაშები, შეცვლილი ფორმატი და 2 კიბერარენა. თბილისის საკონცერტო დარბაზში მოსულ ადამიანებს, როგორც მატჩების ყურება, ასევე სხვადასხვა გათამაშებაში მონაწილეობა შეეძლოთ. მთავარი სცენის გარდა კონსოლის თამაშებისთვის (FC 24, NBA 2K24, eFootball და Tekken 7) “ივენთ ჰოლის” სივრცე იყო გამოყოფილი, რომელიც რეტრო გეიმინგის კუთხეს, “ევროპაბეთის” გასართობ თამაშებსა და efootball mobile-საც მოიცავდა. 

ჩემპიონატი VALORANT-ით გაიხსნა - ახალი სახეობა, რომელიც “ევროპაბეთის თასზე” პირველად ჩატარდა. ფინალში ერთმანეთს IM Dimond 1 და Wadi saxlshi დაუპირისპირდნენ, რომლის გამარჯვებული Wadi saxlshi გახდა. გუნდმა გრანდ ფინალის ორივე რუკა დამაჯრებლად ჩაატარა და ჩემპიონობა მოიპოვა. 

აი, DOTA 2-ის ფინალი ძალიან ხანგრძლივი და დაძაბული გამოდგა. ტიტულისთვის Es Vardi Shen და Metamorphosis იბრძოდნენ, ამ შეხვედრაში ფავორიტად EVS-ის ხუთეული მოიაზრებოდა, თუმცა პირველი მატჩის მოგება 73-წუთიან თრილერში Metamorphosis-მა შეძლო. მომდევნო შეხვედრაში Es Vardi Shen-ის “ქამბექი” ვიხილეთ, გუნდმა მომენტუმი იგრძნო და თამაში გამარჯვებამდე მიიყვანა. 

PUBG Mobile-ის 7-საათიანი მარათონი 300 ARAGVELI-ს ჩემპიონობით დასრულდა. გუნდი ბოლო პერიოდში ქართული კიბერსპორტის ძალიან ძლიერ ორგანიზაციად ჩამოყალიბდა. რაც შეეხება კონსოლის თამაშებს - ამ სახეობებში ფავორიტებმა მოლოდინი გაამართლეს. eFootball-ის ჩემპიონი რატი ნანავა გახდა, FC 24-ში გამარჯვება დათუნა ბერიამ იზეიმა, Tekken 7-ის ტურნირი გუგა ირემაშვილმა მოიგო, ხოლო NBA 2K24-ის ჩემპიონატში ალექსანდრე ურუშაძემ გაიმარჯვა. 

300 ARAGVELI ჩემპიონობას ზეიმობს

ღონისძიების ბოლო სახეობა Counter-Strike 2 იყო - კიბერსპორტში ერთ-ერთი ყველაზე ემოციური და პოპულარული თამაში. გრანდ ფინალში გამოცდილი გუნდი UFG ტურნირის “ანდერდოგად” წოდებულ Legion-ს შეხვდა. მატჩის დებიუტი თანაბარი გამოდგა, თუმცა UFG-მ მალევე შეძლო რაუნდებში უპირატესობის მოპოვება და რუკებზე დომინაცია. UFG chujoi-ს ლიდერობით “ევროპაბეთის თასის” გამარჯვებული ზედიზედ მეორედ გახდა. 

კომენტარები

ბოლო ამბები