- ბრენდან ალენმა პოლ კრეიგი მესამე რაუნდში დანებებით დაამარცხა
- ეს საშუალო წონაში შოტლანდიელის მეორე ბრძოლა იყო
დღეს, 19 ნოემბრის გამთენიისას UFC-ის ღონისძიება გაიმართა, რომლის მთავარ ბრძოლაშიც ბრენდან ალენმა (23-5) პოლ კრეიგი (17-7-1) მესამე რაუნდში დანებებით დაამარცხა.
შოტლანდიელი საშუალო წონაში ქვემძიმე დივიზიონიდან გადავიდა და 84-კგში მეორე ბრძოლა ჩაატარა. თუ პირველ ჩხუბში კრეიგმა ანდრე მუნისი (23-6) ნოკაუტში გაუშვა, ამერიკელს ვერაფერი მოუხერხა და უშანსოდ წააგო.
დივიზიონის რეიტინგის მე-10 ნომერი ალენი უპირატესობას პირველივე რაუნდში დაეუფლა და მეცამეტეადგილოსან კრეიგს, როგორც სტრაიკინგში, ისე პარტერში აჯობა. ბრენდანმა პოლი დგომაში ბრძოლის დროსაც დააზიანა და გრაუნდენდფაუნდშიც უპრობლემოდ აჯობა. შოტლანდიელმა მეტოქეს წინააღმდეგობა ვერაფერში გაუწია, არადა კრეიგისგან ასეთ უსუსურ გამოსვლას ცოტა თუ ელოდა.
35 წლის პოლი ახალ დივიზიონში საჩემპიონო ამბიციების გამო გადავიდა და პირველივე მატჩის შემდეგ წონის რეიტინგის ტოპ 15 ადგილი მოიპოვა, თუმცა ამ ჩხუბია შემდეგ მე-13 ადგილზე დარჩება.
გრეპლერმა ბრენდან ალენმა UFC-ში მე-13 ბრძოლა ჩაატარა და მეთერთმეტედ გაიმარჯვა. ალენის ორი მარცხი წონის ჩემპიონ შონ სტრიკლენდთან (28-5) და დივიზიონის ტოპ მებრძოლ, კრისტ კარტისთან (30-10) აქვს. მოგეხსენებათ, ორგანიზაციამ ამერიკელს რომან დოლიძესთან ჩხუბი შესთავაზა, თუმცა ბრენდანმა ქართველთან დაპირისპირებაზე უარი განაცხადა. "კავკასიელთან" ბრძოლა რამდენიმე წლის წინ არც კრეიგმა ისურვა.
კომენტარები