- ფაბიო კუალიარელა ფეხბურთიდან 40 წლის ასაკში წავიდა
- იტალიელმა განსაკუთრებული წლები სამპდორიაში გაატარა
ფაბიო კუალიარელამ კარიერის დასრულების შესახებ გამოაცხადა. 40 წლის ფეხბურთელი გასული სეზონის დასრულებისა შემდეგ უკლუბოდ იყო, Sky Sport-ის ეთერში კი თქვა, რომ იძულებულია ფეხბურთიდან წავიდეს.
"იძულებული ვარ ფეხბურთიდან წავიდე. ამჟამად თავისუფალი აგენტი ვარ, რომ არ ვარ ისეთ ფიზიკური კონდიციაში, რომ ფეხბურთის თამაში გავაგრძელო", - აღნიშნა ფაბიო, რომელიც ბოლო წლებში იტალიაში ნამდვილად გამორჩეული თავდამსხმელი იყო.
კუალიარელამ სერია A-ში 556 მატჩში ჩაატარა და 182 გოლის გატანა მოახერხა (მე-14 შედეგი ტურნირის ისტორიაში). მან ტორინოში, ფიორენტინაში, კიეტიში, ასკოლიში, სამპდორიაში, უდინეზეში, ნაპოლისა და იუვენტუსში ითამაშა, იტალიის ნაკრების მაისურით ჩატარებულ 28 შეხვედრაში კი 9 გოლის გატანა მოახერხა.
2018/19 წლების სეზონში ფაბიო კუალიარელამ სერია A-ში 26 გოლი გაიტანა და საუკეთესო ბომბარდირი გახდა.
კომენტარები