- ოლეკსი კრუტიხი 2:0 (6:2, 6:2) ნიკოლოზ ბასილაშვილი
- ქართველმა ჩოგბურთელმა ზედიზედ მესამე მატჩი დათმო
მსოფლიოს 496-ე ჩოგანი, ნიკოლოზ ბასილაშვილი ვალენსიის ჩელენჯერის საკვალიფიკაციო ეტაპს, რომლის საპრიზო თანხაც 118 000 ევროა, პირველივე შეხვედრიდან გამოეთიშა. ქართველი ჩოგბურთელი უკრაინელ ოლეკსი კრუტიხს (240) დაუპირისპირდა და 0:2 (2:6, 2:6) დამარცხდა.
პირველ სეტში საკუთარ ჩაწოდებაზე მოპოვებული პირველი გეიმის შემდეგ, მეტოქემ მას ზედიზედ ორი ბრეიკი გაუკეთა, რაც გადამწყვეტი აღმოჩნდა და კრუტიხი 1:0 დაწინაურდა.
მეორე სეტიც თითქმის იგივე სცენარით წარიმართა - მესამე გეიმი ბასილაშვილმა დათმო, მაგრამ საპასუხოდ მეტოქეს უკუბრეიკი გაუკეთა, მიუხედავად ამისა, უკრაინელმა ჩოგბურთელმა ქართველის ჩაწოდებაზე გეიმი კიდევ ერთხელ აიღო და უპირატესობაც მოიპოვა.
ნიკოლოზისთვის ეს ზედიზედ მესამე მარცხია. ბოლოს მან ჰადი ჰაბიბს ბერგამოს ჩელენჯერის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ რაუნდში მოუგო და ეს, უკანასკნელი 8 თვის განმავლობაში მისი პირველი გამარჯვება გახლდათ.
კომენტარები