Thumbnail

მე-17 მონაწილე - სერბეთი ევროპის ჩემპიონატზე გავიდა

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • სერბეთი 2:2 ბულგარეთი | უნგრეთი 3:1 მონტენეგრო
  • სერბეთი ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს

ევრო 2024-ს კიდევ ერთი მონაწილე შეემატა - სერბეთის ნაკრები. დრაგან სტოიკოვიჩის გუნდმა საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლო ტურში ბულგარეთთან ქულა მოიპოვა, რაც საკმარისი გამოდგა ჯგუფში მე-2 ადგილის დასაკავებლად.

სერბეთი ჯგუფის აუტსაიდერ ბულგარეთთან ჯერ იგებდა, მერე აგებდა, მაგრამ საბოლოოდ, ფრე - 2:2. პარალელურად, უნგრეთმა, რომელმაც წინა ტურში მოიპოვა ევროპის ჩემპიონატის საგზური, სერბეთის კონკურენტი მონტენეგრო 3:1 დაამარცხა.

ამგვარად, G ჯგუფში უნგრეთმა 18 ქულით პირველი ადგილი დაიკავა, სერბეთმა - მეორე (14 ქულა). სწორედ ეს ორი ნაკრები გავიდა ევრო 2024-ზე.

აღსანიშნავია, რომ სერბეთი, რომელიც ბოლო წლებში მსოფლიოს ჩემპიონატზე მუდმივად მონაწილეობდა, ევროპის ჩემპიონატზე, იუგოსლავიიდან გამოყოფის შემდეგ პირველად ითამაშებს. ბოლოს, ევრო 2000-ზე იყო იუგოსლავიის ნაკრები.

ევრო 2024-ზე ამ დროისთვის გასულები არიან: გერმანია, ბელგია, საფრანგეთი, პორტუგალია, შოტლანდია, ესპანეთი, თურქეთი, ავსტრია, ინგლისი, უნგრეთი, სლოვაკეთი, ალბანეთი, დანია, ნიდერლანდები, რუმინეთი, შვეიცარია და სერბეთი.

სერბეთი 2:2 ბულგარეთი

გოლები: 1:0 ველიკოვიჩი (17), 1:1 რუსევი (59), 1:2 დესპოდოვი (69), 2:2 ბაბიჩი (82)

უნგრეთი 3:1 მონტენეგრო

გოლები: 0:1 რუბეჟიჩი (36), 1:1 სობოსლაი (67), 2:1 სობოსლაი (68), 3:1 ნაგი (90)

კომენტარები

ბოლო ამბები