- საქართველოს ნაკრებმა ორი შეხვედრა მოიგო და ერთი წააგო
- ძიუდო | ქართული ფინალი და 2 ჩემპიონი ევროპის 23-წლამდელთა ჩემპიონატზე
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა ევროპის 23-წლამდელთა გუნდურ ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
ვაჟებისა და გოგონების შერეულმა გუნდმა ასპარეზობა მეოთხედფინალიდან დაიწყო, მაგრამ ნიდერლანდების წინააღმდეგ დაძაბულ ბრძოლაში მარცხი განიცადა - 3:4. წაგების შემდეგ საქართველოს ნაკრები რეპეშაჟში გადაერთო, სადაც ავსტრიის ნაკრებს დაუპირისპირდა.
გიორგი ჯაბნიაშვილმა, საბა ინანეიშვილმა, ნინო გულბანმა და სალომე მაყიშვილმა თავიანთი ბრძოლები მოიგეს და საქართველოს ნაკრებმა ავსტრია 4:2 დაამარცხა, რის შედეგადაც ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლის უფლება მიიღო.
მესამე ადგილისთვის შეხვედრაში ქართველმა ძიუდოისტებმა აზერბაიჯანის ნაკრებს პრობლემების გარეშე, 4:1 აჯობეს და გუნდურ შეჯიბრში ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.
შეგახსენებთ, რომ მანამდე გერმანიის ქალაქ პოტსდამში ასპარეზობა ინდივიდუალურ შეჯიბრში გაიმართა, საქართველოს ნაკრებმა კი 2 ოქროს, 2 ვერცხლის და 1 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
კომენტარები