Thumbnail
  • 📅 19 ნოემბერი | 🏟 ხოსე სორილია | ⌚ 23:45 | ⚽ ესპანეთი V საქართველო
  • ესპანეთის და საქართველოს ნაკრებების ძირითადი შემადგენლობები

ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლო ტურში საქართველოს ნაკრები ვალიადოლიდში ესპანეთის ნაკრებს ესტუმრება და მიმდინარე წელს ბოლო შეხვედრას ჩაატარებს.

მატჩი 23:45 საათზე დაიწყება, გუნდების ძირითადი შემადგენლობები კი უკვე ცნობილია. ვილი სანიოლმა ექსპერიმენტებს არ მიმართა და გუნდს ჩვეული, 3-მცველიანი სქემით ათამაშებს, შოტლანდიასთან ჩატარებულ მატჩთან შედარებით კი შემადგენლობაში ერთი ცვლილებაა, ისიც შეიძლება ითქვას, რომ იძულებითი, რადგან ტრავმირებული ლევან შენგელია ირაკლი აზაროვმა შეცვალა.

ესპანეთი (4-3-3): სიმონი - კარვახალი, ლე ნორმანი, მარტინესი, გაია - გავი, როდრი, ფაბიან რუისი - ფერან ტორესი, მორატა, უილიამსი.

საქართველო (3-4-2-1): მამარდაშვილი - კვერკველია, კაშია, ლოჩოშვილი - კაკაბაძე, ქოჩორაშვილი, კვეკვესკირი, აზაროვი - ჩაკვეტაძე, კვარაცხელია - მიქაუტაძე.

შეგახსენებთ, რომ ესპანეთის ნაკრებს ევროპის ჩემპიონატის საგზური უკვე მოპოვებული აქვს, საქართველოს კი ამ ჯგუფიდან გასვლის შანსი არ აქვს და ევრო 2024-ზე მოხვედრას მარტში დაგეგმილი პლეი ოფიდან ეცდება, სადაც მონაწილეობის უფლება ერთა ლიგიდან მოიპოვა. ვილი სანიოლის გუნდს A ჯგუფში 7 მატჩში 8 ქულა აქვს მოპოვებული და სატურნირო ცხრილში მე-4 ადგილზეა.

საქართველოს ნაკრებმა ორი თვის წინ ესპანეთთან შინ 1:7 წააგო, მთლიანობაში კი "ფურია როხას" ურთიერთშეხვედრებში დიდი უპირატესობა აქვს: 5 მოგება ესპანეთს და 1 - საქართველოს.

კომენტარები

ბოლო ამბები