Thumbnail

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციოზე ჯგუფურ ეტაპზე ბოლო მატჩი ჩაატარა და სტუმრად ესპანეთთან 1:3 წააგო.

Whoscored-ის მიხედვით, საქართველოს ნაკრებში ყველაზე მაღალი შეფასება ხვიჩა კვარაცხელიამ მიიღო - 7.6 ქულა. სწორედ ხვიჩას აქტივშია კარში საქართველოს ერთადერთი დარტყმა. შემდეგ მოდიან გიორგი მამარდაშვილი (7.1 ქულა), რომელმაც 6 სეივი მიითვალა და ოთარ კაკაბაძე (7.0) ქულა.

მამარდაშვილი - 7.1 ქულა
კაკაბაძე - 7
კვერკველია - 6.3
კაშია - 6.0
ლოჩოშვილი - 5.5
აზაროვი - 6.1
ჩაკვეტაძე - 6.8
კვეკვესკირი - 6.3
ქოჩორაშვილი - 5.8
მიქაუტაძე - 5.8
კვარაცხელია - 7.6
გოჩოლეიშვილი - 6.0
ალთუნაშვილი - 6.0
მექვაბიშვილი - 6.4
მამუჩაშვილი - 6.0

მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი Whoscored-ის შეფასებით ფერან ტორესი იყო (8.6 ქულა), ასევე მაღალი შეფასებები მიიღეს როდრიმ (7.5), ფაბიან რუისმა (7.6) და რობინ ლე ნორმანმა (7.4).

საინტერესო ფაქტები

🟠 ესპანეთის ნაკრებმა მოიგო ბოლო 6 თამაში, გაიტანა 22 გოლი და გაუშვა მხოლოდ 3. ეს ესპანელთა საუკეთესო სერიაა 2017 წლის ნოემბრის შემდეგ, როდესაც ხულენ ლოპეტეგის გუნდს ასევე 6-მატჩიანი მოგებების სერია ჰქონდა.

🟠 ფერან ტორესმა ესპანეთის ნაკრებში მე-18 გოლი გაიტანა მე-40 მატჩში, მხოლოდ ერთით ნაკლები, ვიდრე ბარსელონაში აქვს გატანილი (19, 87 მატჩში).

🟠 რუბენ ლე ნორმანი მე-12 ესპანელია, რომელმაც ამ შესარჩევ ციკლში გოლი გაიტანა. უფრო მეტი გოლის ავტორი ამ შესარჩევ ეტაპზე მხოლოდ საფრანგეთს ჰყავდა (13).

🟠 ხვიჩა კვარაცხელიამ ნაკრებში მე-15 გოლი გაიტანა (28 მატჩში) და ყველა დროის ბომბარდირებში ალექსანდრე იაშვილს მე-3 ადგილზე გაუთანაბრდა. თუმცა, კვარას ამ შედეგისთვის 39-ით ნაკლები მატჩი დასჭირდა, ვიდრე იაშვილს.

🟠 კვარაცხელია პირველი ფეხბურთელია, რომელმაც საქართველოს ნაკრებში ზედიზედ ოთხ მატჩში გოლი გაიტანა.

🟠 კვარას 15 გოლიდან 14 ოფიციალურ მატჩში აქვს გატანილი და მხოლოდ 1 ამხანაგურში (ტაილანდთან).

🟠 გურამ კაშიამ ეროვნულ ნაკრებში 110-ე მატჩი ითამაშა და თავისივე მიღწევა გააუმჯობესა. ნაკრებში 100-ზე მეტი თამაში მხოლოდ მას აქვს ნათამაშები (100-100 კობიაშვილსა და კანკავას). 

შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრებმა ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპი A ჯგუფში 8 ქულით მე-4 ადგილზე დაასრულა. ვილი სანიოლის გუნდს ევროპის ჩემპიონატზე გასვლის შანსი პლეი ოფიდან აქვს, რომლის ნახევარფინალში 21 მარტს ლუქსემბურგის ან აზერბაიჯანის ნაკრებს უმასპინძლებს (მეტოქე 20 ნოემბერს გაირკვევა).

კომენტარები

ბოლო ამბები