- ლუის დე ლა ფუენტემ გავის უმძიმეს ტრავმაზე ისაუბრა
- კვარაცხელია იაშვილს დაეწია - ფაქტები და შეფასებები
- კარგი ტაიმი და ბრძოლა ესპანეთთან - ნაკრებმა შესარჩევი მარცხით დაასრულა
- ვილი სანიოლი: საქართველო ვართ და კიდევ უფრო მეტი გვინდა
საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციოს ჯგუფურ ეტაპზე ბოლო მატჩი ჩაატარა და სტუმრად ესპანეთთან 1:3 წააგო.
ამ შეხვედრაში მძიმე ტრავმა მიიღო გავიმ, რომელსაც სავარაუდოდ ჯვარედინი მყესები აქვს გაწყვეტილი, რაც თუ დადასტურდა, მისთვის არათუ ეს სეზონია დასრულებული, არამედ ევროპის ჩემპიონატსაც, დიდი ალბათობით, გამოტოვებს. მატჩის შემდეგ პრესკონფერენციაზე ლუის დე ლა ფუენტემ სწორედ მხოლოდ გავის უმძიმეს ტრავმაზე ისაუბრა...
"ყველაფერი მესმის, მძიმე და რთული მომენტია გავისთვის, ბარსელონასთვის და ჩვენთვის. განადგურებული ვართ და გასახდელში ისე ვიყავით, თითქოს წავაგეთ. ფეხბურთი სარისკო საქმეა და ტრავმების გაკონტროლება შეუძლებელია. ახლა არც კი ვფიქრობ იმაზე, რომ ევროპის ჩემპიონატზე ვერ ითამაშებს, მხოლოდ ფეხბურთელის ჯანმრთელობაზე ვფიქრობ და ეს მაწუხებს. ვნახოთ, ხვალ ტესტის შედეგები, მაგრამ ნაკლებად სავარაუდოა, რომ იმაზე ნაკლებად სერიოზული იყოს ტრავმა, ვიდრე ჩანს. ეს არის ყველაზე მძიმე და მწარე მომენტი, რაც კი ოდესმე ფეხბურთში განმიცდია", - თქვა დე ლა ფუენტემ.
თამაშის შესახებ ესპანელმა მწვრთნელმა განაცხადა: "ინიციატივა გქვონდა, მაგრამ გამარჯვება ადვილი არასდროსაა. საქართველოში 7:1 რომ მოვიგეთ, მაშინ სრულყოფილებას მივაღწიეთ. მთლიანობაში კმაყოფილები ვართ, რადგან სათამაშო გეგმა შევასრულეთ".
შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრებმა ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპი A ჯგუფში 8 ქულით მე-4 ადგილზე დაასრულა. ვილი სანიოლის გუნდს ევროპის ჩემპიონატზე გასვლის შანსი პლეი ოფიდან აქვს, რომლის ნახევარფინალში 21 მარტს ლუქსემბურგის ან აზერბაიჯანის ნაკრებს უმასპინძლებს (მეტოქე 20 ნოემბერს გაირკვევა).
კომენტარები