Thumbnail

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციოს ჯგუფურ ეტაპზე ბოლო მატჩი ჩაატარა და სტუმრად ესპანეთთან 1:3 წააგო.

მატჩის შემდეგ ესპანელთა მცველმა რობინ ლე ნორმანმა ისაუბრა, რომელმაც გოლიც გაიტანა:

"ვერ ვიზეიმეთ ისე, როგორც გვსურდა. ეს მძიმე დარტყმაა ჩვენთვის. გვჯერა, რომ ის სწრაფად გამოჯანმრთელდება და რაც შეიძლება მალე დაგვიბრუნდება. ნაკრებში სადებიუტო გოლით ძალიან ბედნიერი ვარ. რამდენიმე შანსი მქონდა გოლის გატანის და დღეს შევძელი. საქართველო კარგი გუნდია, მკაფიო იდეებით, მაგრამ ჩვენ ვითამაშეთ ჩვენი ფეხბურთი და გამარჯვება მოვახერხეთ. ახლა, ამხანაგურ მატჩებში უნდა ვიმუშაოთ, შევინარჩუნოთ სიმშვიდე და ვიყოთ თავმდაბლები, მერე კი ვნახოთ, რა იქნება ივნისში, არ ვიცი, ვართ თუ არა, ევროპის ჩემპიონატზე ფავორიტები", - თქვა ლე ნორმანმა.

შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრებმა ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპი A ჯგუფში 8 ქულით მე-4 ადგილზე დაასრულა. ვილი სანიოლის გუნდს ევროპის ჩემპიონატზე გასვლის შანსი პლეი ოფიდან აქვს, რომლის ნახევარფინალში 21 მარტს ლუქსემბურგის ან აზერბაიჯანის ნაკრებს უმასპინძლებს (მეტოქე 20 ნოემბერს გაირკვევა).

კომენტარები

ბოლო ამბები