Thumbnail
  • ალექს მერკვილაძემ სტივენ ოსტინის სახელობის კოლეჯთან 13 ქულა მოაგროვა
  • ქართველი კალათბურთელი მიმდინარე სეზონში ძირითადი ხუთეულის უცვლელი წევრია

21 წლის ქართველმა კალათბურთელმა ალექს მერკვილაძემ კიდევ ერთი შედეგიანი მატჩი ჩაატარა აშშ-ს კოლეჯების ლიგაში (NCAA), სადაც ის ლოიოლა მერიმაუნტ ლაიონსის ღირსებას იცავს.

ქართველი ფორვარდის კლუბი კაიმანის კუნძულებზე სტივენ ოსტინის სახელობის კოლეჯს გაეჯიბრა და 76:86 დამარცხდა, მერკვილაძემ კი მოედანზე 22 წუთი გაატარა და 13 ქულა, 3 მოხსნა, 1 პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა.

ალექსმა 3-დან 1 ორქულიანი, 6-დან 3 სამქულიანი და 3-დან 2 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი ერთხელ დაკარგა და პასივში 2 პერსონალური ფოლიც ჰქონდა.

ქართველ ლეგიონერს მიმდინარე სეზონში საშუალოდ 11.8 ქულა, 3.5 მოხსნა აქვს, ამასთან, ოთხივე თამაში სასტარტო ხუთეულში დაიწყო. ლოიოლა მერიმაუნტს თანაბარი ბალანსი (2-2) გააჩნია, მომდევნო მატჩს კი ოკლენდის უნივერსიტეტთან ჩაატარებს.

კომენტარები

ბოლო ამბები