Thumbnail

ევროპის ჩემპიონატი | U18 საქართველოს ნაკრები იტალიასთან დამარცხდა

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური

ევროპის 18-წლამდელთა B ჩემპიონატზე ხელბურთში, საქართველოს ნაკრებმა კარგად დაწყებული საქმე ცუდად გააგრძელა. ფინეთთან დრამატულ შეხვედრაში მიღწეული ფრის შემდეგ, ქართველებმა ბელარუსი დიდი ანგარიშით დაამარცხეს, რასაც ზედიზედ ორი მარცხი მოჰყვა: ჯერ საბერძნეთთან და შემდეგ, იტალიასთან.

ტიტე კალანდაძის გუნდმა ჯგუფის ბოლო შეხვედრა იტალიის ჭაბუკთა ნაკრებთან გამართა და ვერაფერი დაუპირისპირა მეტოქეს. სტუმრები მთელი შეხვედრის განმავლობაში ფლობდნენ უპირატესობას და საბოლოოდ, 15-ბურთიანი სხვაობით, 36:21 გაიმარჯვეს.

იტალიის ჭაბუკთა ნაკრებმა დიდი ანგარიშით გაიმარჯვა

პირველ ნახევარში ქართველმა ხელბურთელებმა იბრძოლეს და ცდილობდნენ, რომ ძლიერი მეტოქე დიდი სხვაობით არ გაეშვათ წინ. შედეგად, ტაიმი 16:11 დასრულდა იტალიელთა სასარგებლოდ. მეორე ნახევარში სტუმართა უპირატესობა კიდევ უფრო გამოიკვეთა და შესაბამისად, სხვაობაც 15 ბურთამდე გაიზარდა.

ეს იყო საქართველოს ნაკრების ბოლო მატჩი ჯგუფურ ეტაპზე. კალანდაძის გუნდის აქტივში ერთი მოგება, ერთი ფრე და ორი მარცხია. საქართველოს ჭაბუკთა ნაკრებმა 3 ქულა მოაგროვა და მართალია, ჯერ ინარჩუნებს ნახევარფინალში გამსვლელ მეორე ადგილს, თუმცა მიზნის მიღწევის მიზერული შანსი აქვს დარჩენილი, რადგან წინ კონკურენტების ურთიერთშეხვედრებია.  

საქართველო 21:36 იტალია

კომენტარები

ბოლო ამბები