- ესპანელი ფეხბურთელი დაახლოებით 6-8 თვე ვერ ითამაშებს
- 'ჩემი ბრალი არ არის' - ლუკა ლოჩოშვილი გავის ტრავმაზე
ბარსელონამ ოფიციალურად დაადასტურა, რომ გავიმ საქართველოს ნაკრებთან მატჩში უმძიმესი ტრავმა მიიღო და ხაგრძლივი პერიოდით უქმობა მოუწევს.
ესპანური კლუბის ცნობით, 19 წლის ნახევარმცველს ჯვარედინი მყესები აქვს გაწყვეტილი და მენისკის ტრავმაც დაუდგინდა, ეს კი ნიშნავს, რომ ის ფეხბურთს დაახლოებით 6-8 თვე ვერ ითამაშებს. გამოდის, რომ ესპანელ ტალანტს ევრო 2024-ის ფინალურ ეტაპზეც ვერ ვიხილავთ.
შეგახსენებთ, რომ გავი საქართველოს ნაკრებთან მატჩში სასტარტო შემადგენლობაში იყო, ტრავმა კი 26-ე წუთზე მიიღო, როდესაც მასთან კონტაქტში არავინ ყოფილა. მანამდე, ესპანელს ფეხში ლუკა ლოჩოშვილისგან მოხვდა, თუმცა, ეს ტრავმასთან კავშირში არ ყოფილა.
მიმდინარე სეზონში გავიმ ბარსელონას მაისურით 15 მატჩი ჩაატარა და აქტივში 2 გოლი და 1 საგოლე პასი ჰქონდა. საინტერესოა, რომ 2021-22 წლების სეზონიდან მოყოლებული, გავის ევროპის TOP 7 დივიზიონის 21 წლამდე ფეხბურთელებს შორის ყველაზე მეტი – 82 მატჩი აქვს ჩატარებული, მათ შორის, 27 ესპანეთის ნაკრებში.
კომენტარები