- დრიმერსი 89:86 ბრეივსი
- გიორგი ბეჟანიშვილი: 12 ქულა, 10 მოხსნა, 3 პასი, 1 ჩაჭრა
გიორგი ბეჟანიშვილმა ტაივანის P. League+-ში პირველი მატჩი ითამაშა. ქართველი კალათბურთელის ფორმოსა დრიმერსმა შინ 89:86 დაამარცხა ფუბონ ბრეივსი. ეს კლუბისთვის მეორე მატჩია რეგულარულ სეზონში და პირველი გამარჯვება (პირველი შეხვედრა გიორგიმ არ ითამაშა).
ბეჟანიშვილმა 37:27 წუთში 12 ქულა, 10 მოხსნა და 3 პასი მიითვალა. 25 წლის კალათბურთელმა თითქმის შეუცვლელად ითამაშა. დრიმერსი 25 ნოემბერს ჰსინჩუ ლაიონიერსს ესტუმრება.
კომენტარები