Thumbnail

ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი კიდევ სამ ჯგუფში დასრულდა და ტურნირის ფინალური ეტაპის კიდევ სამი მონაწილე გაირკვა: იტალია, ჩეხეთი და სლოვენია.

უკრაინელებმა დონარუმას გოლი ვერ გაუტანეს

ყურადღების ცენტრში იყო მატჩი ლევერკუზენში, სადაც უკრაინის ნაკრები იტალიას "მასპინძლობდა". იტალიას ამ თამაშში ქულის აღებაც აძლევდა ხელს. უკრაინელებმა მეტოქეს ვერაფერი მოუხერხეს და 0:0 დაუზავდნენ. იტალია ევროპის ჩემპიონატზეა.

სლოვენია ევროპის ჩემპიონატზეა

ლუბლიანაში ყაზახეთის ნაკრებმა ბოლომდე იბრძოლა, თუმცა 86-ე წუთზე ბენიამინ ვერბიჩის გოლმა სლოვენია დააწყნარა და ევრო 2024-ზე გაიყვანა. 

ჩეხეთი ევროზე იოლად გავიდა

E ჯგუფში ყველაფერი ჩეხების ხელში იყო და სლავებმა საქმე ბოლომდე მშვიდად მიიყვანეს, მით უფრო მას მერე, რაც 55-ე წუთზე მოლდოვა 10 კაცით დარჩა. 

მაშ ასე, ევრო 2024-ზე თამაშის უფლება მოიპოვეს: გერმანია (როგორც მასპინძელი), ბელგია, საფრანგეთი, პორტუგალია, შოტლანდია, ესპანეთი, თურქეთი, ავსტრია, ინგლისი, უნგრეთი, სლოვაკეთი, ალბანეთი, დანია, ნიდერლანდები, რუმინეთი, შვეიცარია, სერბეთი, იტალია, ჩეხეთი, სლოვენია.

21 ნოემბერს კიდევ 1 საგზურის ბედი წყდება, D ჯგუფში ხორვატია ფავორიტია. ზაგრებში ამ გუნდს სომხეთის დამარცხება ევროპის ჩემპიონატის საგზურს მოუტანს. 

C ჯგუფი

უკრაინა 0:0 იტალია

უკრაინა (4-1-4-1): ტრუბინი - კონოპლია (86. ტიმჩიკი), სვატოკი (91. მალინოვსკი), ზაბარნი, მიკოლენკო - სტეპანენკო (80. პიხალიონოკი) - ციგანკოვი (80. ზუბკოვი), სუდაკოვი, ზინჩენკო (86. სიკანი), მუდრიკი - დოვბიკი

იტალია (4-3-3): დონარუმა - დი ლორენცო, აჩერბი, ბონჯორნო, დიმარკო - ფრატეზი, ჟორჟინიო (71. კრისტანტე), ბარელა - ძანიოლო (71. პოლიტანო (91. დარმიანი)), რასპადორი (46. სკამაკა), კიეზა (81. კინი)

ჩრდილოეთ მაკედონია 1:1 ინგლისი

გოლები: 1:0 ბარდი (41), 1:1 კეინი (59)

ინგლისი (4-2-3-1): პიკფორდი - უოკერი, მაგუაირი, გუეი, ლუისი - ალექსანდერ-არნოლდი (84. ფილიპსი), რაისი - საკა (84. პალმერი), ფოდენი, გრილიში (84. რაშფორდი) - უოტკინსი (58. კეინი)

E ჯგუფი

ალბანეთი 0:0 ფარერები


ჩეხეთი 3:0 მოლდოვა

გოლები: 1:0 დოუდერა (14), 2:0 ხორი (72), 3:0 სოუჩეკი (90)

H ჯგუფი

ჩრდილოეთ ირლანდია 2:0 დანია

გოლები: 1:0 პრაისი (60), 2:0 ჩარლზი (81)

სან მარინო 1:2 ფინეთი

გოლები: 0:1 სოირი (50), 0:2 სოირი (58), 1:2 ბერარდი (98-პენალტი)

სლოვენია 2:1 ყაზახეთი

გოლები: 1:0 შეშკო (41-პენალტი), 1:1 ორაზოვი (48), 2:1 ვერბიჩი (86)

კომენტარები

ბოლო ამბები